რა კავშირშია ოპოზიციის მარცხი და სააკაშვილის ჯანმრთელობა - პოლიტოლოგის თვალსაზრისი

© photo: Sputnik / Stringer2022 წლის 17 იანვარო. სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
2022 წლის 17 იანვარო. სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
საქართველოში არც ერთი მძიმედ დაავადებული პატიმარი არ იმყოფება პალატა-ლუქსში, ამბობს პოლიტოლოგი
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა ყოველთვის მაშინ ხდება აქტუალური, როდესაც მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან დანარჩენი ოპოზიციური ფლანგი აშკარა პოლიტიკურ წარუმატებლობას განიცდიან, განაცხადა პოლიტოლოგმა, ყოფილმა ომბუდსმენმა, გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნანა დევდარიანმა „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში .
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება. სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები და თანამოაზრეები თვეების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და უნდა გათავისუფლდეს, რათა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება შეძლოს. თუმცა, სასამართლომ უარი თქვა სააკაშვილის გათავისუფლებაზე და დამაჯერებლად მიიჩნია არგუმენტი, რომ ექს-პრეზიდენტი თავად არის დამნაშავე თავის მდგომარეობაში.
„და მაშინვე წინა პლანზე გამოდის კვლავ სააკაშვილის მდგომარეობა“, - განაცხადა დევდარიანმა.
ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული ვითარების შეფასებისას, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი მძიმედ დაავადებული პატიმარი საჭიროებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ არცერთ მათგანს ჯერ არ გაუტარებია კლინიკაში იმდენი დრო, რამდენიც სააკაშვილს.
„იგივე ამბავი, როგორც ჯორჯ ორუელთან (ბრიტანელი მწერალი - რედ.), რომ „ყველა ცხოველი თანასწორია, ზოგიერთი კი განსაკუთრებით თანასწორია“. ყველაფერი, რასაც სააკაშვილზე ამბობენ, სხვა პატიმრებთან დაკავშირებით არ მუშაობს. მე არ მინახავს მძიმე ავადმყოფები, რომ ციხიდან გადაეყვანათ და წელიწადზე მეტია ხანია ოროთახიან პალატა-ლუქსში ამყოფონ“, – განაცხადა მან.
როგორც დევდარიანმა აღნიშნა, სააკაშვილის სამკურნალოდ კლინიკაში გაგზავნა მორალურად გამართლებული იქნებოდა, თუკი საქართველოში მყოფ სხვა პატიმრებსაც ასეთ შესაძლებლობას მისცემდნენ.
„ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და გამახსენდა იულია ტიმოშენკო, რომელიც ციხის საკანში კვდებოდა და როგორც კი გათავისუფლდა, მაშინვე გამოვიდა სიტყვით მიტინგზე და თითქმის მაშინვე შედგა „ლუბუტენებზე“. ანუ, თავისუფლების ჰაერი ასე მოქმედებს ზოგიერთ პოლიტიკოსზე“, - განაცხადა დევდარიანმა.

სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0