მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები: დუბაიში Starring Georgia-ს პროექტით დაინტერესდნენ

© courtesy of the Georgian National Tourism Administration საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
Starring Georgia მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM Dubai 2023 დიდი დაინტერესება გამოიწვია პროექტმა Starring Georgia, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში ცნობილი არტისტები საქართველოში კონცერტებს გამართავენ, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
Грузия на выставке ATM Dubai 2023 в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
Starring Georgia მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები Nile Rodgers & Chic, FKJ, The Killers და სხვა შემსრულებლები კონცერტებს გამართავენ თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში.
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
Грузия на выставке ATM Dubai 2023 в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გამოფენის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული და ავიაკომპანიების, საერთაშორისო მედიისა და სამოგზაურო პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა.
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
Грузия на выставке ATM Dubai 2023 в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
მაია ომიაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ტურისტული მიმართულებები და ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო, ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის Starring Georgia-ს ფარგლებში ჩასატარებელი კონცერტების შესახებ, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
Грузия на выставке ATM Dubai 2023 в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მარკეტინგულ, საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, მათ გავაცანით ტურისტული პროდუქტი საქართველოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ დიდი ინტერესია ზაფხულში დაგეგმილი Starring Georgia-ს პროექტის მიმართ, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების მასპინძლობას გულისხმობს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
Грузия на выставке ATM Dubai 2023 в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 150-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
Грузия на выставке ATM Dubai 2023 в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების უმსხვილეს ტურისტულ და ავიაკომპანიებთან.
ყველა ახალი ამბავი
0