https://sputnik-georgia.com/20230503/---------277312296.html
ევროკავშირში ნეიტრალური სტატუსით - პოლიტოლოგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე
ევროკავშირში ნეიტრალური სტატუსით - პოლიტოლოგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T17:41+0400
2023-05-03T17:41+0400
2023-05-10T14:07+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1c/277148406_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_4147d5e1c57a572776cd1cb26d558d5c.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უნდა ისწრაფოდეს ნეიტრალური სტატუსით და თავისი ინტერესების მკაფიოდ გამოხატვით, განაცხადა პოლიტოლოგმა, ყოფილმა ომბუდსმენმა, გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნანა დევდარიანმა „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში .2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.პოლიტოლოგის თქმით, თურქეთს 1987 წლიდან აქვს მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.მისი თქმით, ამ თემაზე საჯარო დისკუსია მნიშვნელოვანია და საჭიროა ცივი გონებით განვსაზღვროთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რათა გავიგოთ, რით მივდივართ ევროკავშირში.„და ვიმეორებ, ეს უნდა მოხდეს ნეიტრალური სტატუსით და ჩვენი ინტერესების მკაფიო აღნიშვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ისე, როგორც თურქეთის შემთხვევაში, გვექნება სტატუსი და არანაირი წინსვლა", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.რაც შეეხება ევროკავშირის პირობების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, დევდარიანს მიაჩნია, რომ ისინი, პირველ რიგში, თავად საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ.„ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და გვინდა, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები, იყოს სამართლიანი სასამართლო, სამართალდამცავი ორგანოები მუშაობდნენ ხალხისთვის და ა.შ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები, რითიც საქართველოს მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ. მათ ეს საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ”, - განაცხადა პოლიტოლოგმა.„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1c/277148406_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_9ad47365821665bbbd714e71ec84e80d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ახალი ამბები
ევროკავშირში ნეიტრალური სტატუსით - პოლიტოლოგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე
17:41 03.05.2023 (განახლებულია: 14:07 10.05.2023) საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უნდა ისწრაფოდეს ნეიტრალური სტატუსით და თავისი ინტერესების მკაფიოდ გამოხატვით, განაცხადა პოლიტოლოგმა, ყოფილმა ომბუდსმენმა, გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნანა დევდარიანმა
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში .
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ბოლო მოვლენებმა, ვგულისხმობ უკრაინას, აჩვენა, რომ ნეიტრალიტეტი ყველაზე სწორი ფორმულაა საქართველოსთვის. აუცილებელია ევროკავშირისკენ სწრაფვა. ჩვენი ადგილი, რა თქმა უნდა, ევროპაშია, რადგანაც ჩვენ პირველი ევროპელები ვართ. მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რის ხარჯზე გვინდა ევროკავშირში“, - განაცხადა დევდარიანმა.
პოლიტოლოგის თქმით, თურქეთს 1987 წლიდან აქვს მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.
„თურქეთში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ არავინ აპირებს მათ ევროკავშირში მიღებას. ანუ, გლობალური გაგებით, თავად სტატუსის მიღება ჩვენთვის არაფერს ცვლის“, - განაცხადა დევდარიანმა.
მისი თქმით, ამ თემაზე საჯარო დისკუსია მნიშვნელოვანია და საჭიროა ცივი გონებით განვსაზღვროთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რათა გავიგოთ, რით მივდივართ ევროკავშირში.
„და ვიმეორებ, ეს უნდა მოხდეს ნეიტრალური სტატუსით და ჩვენი ინტერესების მკაფიო აღნიშვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ისე, როგორც თურქეთის შემთხვევაში, გვექნება სტატუსი და არანაირი წინსვლა", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება ევროკავშირის პირობების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, დევდარიანს მიაჩნია, რომ ისინი, პირველ რიგში, თავად საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ.
„ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და გვინდა, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები, იყოს სამართლიანი სასამართლო, სამართალდამცავი ორგანოები მუშაობდნენ ხალხისთვის და ა.შ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები, რითიც საქართველოს მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ. მათ ეს საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ”, - განაცხადა პოლიტოლოგმა.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.