https://sputnik-georgia.com/20230502/tbilisi-international-book-festival--277284464.html
დედაქალაქში წიგნის ფესტივალი Tbilisi International Book Festival გაიმართება
დედაქალაქში წიგნის ფესტივალი Tbilisi International Book Festival გაიმართება
Sputnik საქართველო
წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა პოლონეთი იქნება. 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T20:23+0400
2023-05-02T20:23+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266928794_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_144da08459fafb747b584387a7b9f7c0.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი (Tbilisi International Book Festival) სტუმრებს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს სივრცეში 25-28 მაისის პერიოდში უმასპინძლებს.ტრადიციულად Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური გამომცემლობებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები, მე-5 და მე-6 პავილიონებში კი – საბავშვო წიგნები და შესაბამისი აქსესუარები.ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული იქნება როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ისე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის.ფესტივალის სტუმრებს ასევე გაეცნობიან ქართველი არტისტების წიგნებს პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში.ვინც ფესტივალზე ვერ მოხვდება, ღონისძიებებს ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გვერდზე სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება.ტრადიციულად ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართველი და უცხოელი გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც დამთვალიერებელს ელოდება წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266928794_105:0:1242:853_1920x0_80_0_0_ccdca2493d3604ba793179470b74cc55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
დედაქალაქში წიგნის ფესტივალი Tbilisi International Book Festival გაიმართება
20:23 02.05.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა პოლონეთი იქნება.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი (Tbilisi International Book Festival) სტუმრებს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს სივრცეში 25-28 მაისის პერიოდში უმასპინძლებს.
ტრადიციულად Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური გამომცემლობებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები, მე-5 და მე-6 პავილიონებში კი – საბავშვო წიგნები და შესაბამისი აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული იქნება როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ისე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის.
ფესტივალის სტუმრებს ასევე გაეცნობიან ქართველი არტისტების წიგნებს პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ქვეყნების ფოკუს-პროგრამაა. წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა პოლონეთი იქნება. ღონისძიება თბილისში პოლონეთის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.
ვინც ფესტივალზე ვერ მოხვდება, ღონისძიებებს ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გვერდზე სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.
ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება.
ტრადიციულად ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართველი და უცხოელი გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც დამთვალიერებელს ელოდება წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.