ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის 13 მაისიდან შეასრულებს.
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე უზბეკური ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს ამ დროისთვის Uzbekistan Airlines ასრულებს. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს.
ზაფხულში საქართველოში ფრენებს ინდური ავიაკომპანია დაიწყებს>>
კომპანია TAV Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს უწევს ოპერირებას. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. TAV Georgia არის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია.
ყველა ახალი ამბავი
0