https://sputnik-georgia.com/20230502/sromis-inspeqcia-saqartvelosi-samusao-adgilebze-sikvdilianoba-semcirebulia-277282473.html
შრომის ინსპექცია: საქართველოში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირებულია
შრომის ინსპექცია: საქართველოში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირებულია
Sputnik საქართველო
2022 წელს შრომის ინსპექციამ შრომის დაცვის პირობების მონიტორინგის მიზნით 2510 ობიექტი შეამოწმა. 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T19:38+0400
2023-05-02T19:38+0400
2023-05-02T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23814/13/238141306_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_7635881d282572019924223d970fcd80.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს სამუშაო ადგილზე ლეტალური შემთხვევების პროცენტი 41%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს სამუშაო ადგილზე 35 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს - 37, 2018 წელს - 59.მისი თქმით, 2022 წელს შრომის ინსპექციამ შრომის დაცვის პირობების მონიტორინგის მიზნით 2510 ობიექტი შეამოწმა. რაც შეეხება აღმოფხვრის მაჩვენებელს, 52%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები, რაც 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.წლის განმავლობაში 1200 ჯარიმა გამოიწერა. ფერაძის თქმით, გახშირდა შრომითი უფლებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევები.„მონიტორინგი განვახორციელეთ 1000-ზე მეტ კომპანიაში, მათ შორის კლინიკებში. გაცემული მითითებები და ზედამხედველობა 68 ათასზე მეტს დასაქმებულს შეეხო, აქაც გამოვლინდა გარკვეული დარღვევები და გაიცა შესაბამისი მითითებები. აღმოფხვრის პროცენტი წლიდან წლამდე საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ფერაძემ.რაც შეეხება ბავშვთა შრომას, დარღვევები გამოვლინდა 15 ობიექტზე, გაიცა 55-მდე მითითება და გამოწერილია 85 ათას ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმები. ერთ შემთხვევაში არასრულწლოვანთა იძულებითი შრომის ფაქტი გამოვლინდა.დღეისათვის სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების საკითხებს შრომის ინსპექცია კურირებს. ის სწავლობს ყველა უბედურ შემთხვევას, ასევე ახორციელებს საწარმოების და მშენებლობების დაუგეგმავ შემოწმებებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23814/13/238141306_116:0:1183:800_1920x0_80_0_0_17d973a659897e7d11ff59887c25dfc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შრომის ინსპექცია: საქართველოში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობა შემცირებულია
2022 წელს შრომის ინსპექციამ შრომის დაცვის პირობების მონიტორინგის მიზნით 2510 ობიექტი შეამოწმა.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს სამუშაო ადგილზე ლეტალური შემთხვევების პროცენტი 41%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.
შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს სამუშაო ადგილზე 35 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს - 37, 2018 წელს - 59.
„რაც შეეხება სამუშაო ადგილზე ფატალურ შემთხვევებს, 2018 წლიდან, შრომის უსაფრთხოების კანონის ამოქმედების შემდეგ, 41%-ით არის შემცირებული უბედური შემთხვევების მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე“, - აღნიშნა ფერაძემ.
მისი თქმით, 2022 წელს შრომის ინსპექციამ შრომის დაცვის პირობების მონიტორინგის მიზნით 2510 ობიექტი შეამოწმა. რაც შეეხება აღმოფხვრის მაჩვენებელს, 52%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები, რაც 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.
წლის განმავლობაში 1200 ჯარიმა გამოიწერა. ფერაძის თქმით, გახშირდა შრომითი უფლებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევები.
„მონიტორინგი განვახორციელეთ 1000-ზე მეტ კომპანიაში, მათ შორის კლინიკებში. გაცემული მითითებები და ზედამხედველობა 68 ათასზე მეტს დასაქმებულს შეეხო, აქაც გამოვლინდა გარკვეული დარღვევები და გაიცა შესაბამისი მითითებები. აღმოფხვრის პროცენტი წლიდან წლამდე საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ფერაძემ.
რაც შეეხება ბავშვთა შრომას, დარღვევები გამოვლინდა 15 ობიექტზე, გაიცა 55-მდე მითითება და გამოწერილია 85 ათას ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმები. ერთ შემთხვევაში არასრულწლოვანთა იძულებითი შრომის ფაქტი გამოვლინდა.
დღეისათვის სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების საკითხებს შრომის ინსპექცია კურირებს. ის სწავლობს ყველა უბედურ შემთხვევას, ასევე ახორციელებს საწარმოების და მშენებლობების დაუგეგმავ შემოწმებებს.