https://sputnik-georgia.com/20230502/seertebuli-statebi-covid-19-ze-acris-mowmobas-arar-moitxovs-277257479.html
აშშ მოგზაურებს COVID-19-ზე აცრის მოწმობას აღარ მოსთხოვს: ცნობილია თარიღი
აშშ მოგზაურებს COVID-19-ზე აცრის მოწმობას აღარ მოსთხოვს: ცნობილია თარიღი
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს COVID-19-ზე ვაქცინაციის მოთხოვნას ფედერალური თანამშრომლებისთვის, ფედერალური... 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T11:22+0400
2023-05-02T11:22+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
covid-19
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263364719_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_96e4dd0b0262aca4d43e7735f0858c53.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს COVID-19-ზე ვაქცინაციის მოთხოვნას ფედერალური თანამშრომლებისთვის, ფედერალური კონტრაქტორებისა და საერთაშორისო ავიამოგზაურებისთვის, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება 11 მაისის დღის ბოლოს ამოქმედდება, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამინისტრო აცხადებს, 12 მაისიდან შტატების ტერიტორიაზე საჰაერო თუ სახმელეთო გზით შესვლის მსურველ უცხოელებს აღარ მოეთხოვებათ COVID-19-ზე აცრის დამადასტურებელი საბუთი.აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წლის ივნისში გააუქმა აშშ-ის აეროპორტებში უარყოფითი COVID-ტესტის წარდგენის აუცილებლობა, თუმცა სავალდებულო ვაქცინაციის ცნობის მოთხოვნა ძალაში დატოვა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263364719_0:0:2621:1966_1920x0_80_0_0_50c525aca37bf61b10cd2bd8dab71846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , covid-19, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , covid-19, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ მოგზაურებს COVID-19-ზე აცრის მოწმობას აღარ მოსთხოვს: ცნობილია თარიღი
11:22 02.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 2 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს COVID-19-ზე ვაქცინაციის მოთხოვნას ფედერალური თანამშრომლებისთვის, ფედერალური კონტრაქტორებისა და საერთაშორისო ავიამოგზაურებისთვის, ნათქვამია
თეთრი სახლის განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება 11 მაისის დღის ბოლოს ამოქმედდება, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.
როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამინისტრო აცხადებს, 12 მაისიდან შტატების ტერიტორიაზე საჰაერო თუ სახმელეთო გზით შესვლის მსურველ უცხოელებს აღარ მოეთხოვებათ COVID-19-ზე აცრის დამადასტურებელი საბუთი.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წლის ივნისში გააუქმა აშშ-ის აეროპორტებში უარყოფითი COVID-ტესტის წარდგენის აუცილებლობა, თუმცა სავალდებულო ვაქცინაციის ცნობის მოთხოვნა ძალაში დატოვა.