რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
2023 წლისიანვარ-მარტში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში შევიდა 539,5 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 689 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2022 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 1,2%-ით შემცირდა, ხოლო საერთო ფართობი – 24,8%-ით გაიზარდა.
2023 წლისიანვარ-მარტში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზს გადახედავს>>>
2023 წლის პირველ კვარტალში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 1,7 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 2,2 ათასი ნებართვა გასცეს.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 1,5%-ით შემცირდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 11,4%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 74,9% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0