ქართველი მოკრივეები მედლებისთვის ტაშკენტში იბრძოლებენ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი ყუშიტაშვილი
გიორგი ყუშიტაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 5,2 მილიონი დოლარია - ოქროს მედლის მფლობელებს 200 ათასი დოლარი გადაეცემათ
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს მოკრივეთა ნაკრები კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში ტაშკენტში მიმდინარეობს, ათი სპორტსმენით არის წარმოდგენილი, იუწყება კრივის ეროვნული ფედერაცია.
ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება - საზეიმო გახსნის ცერემონია 30 აპრილს Humo Arena-ზე გაიმართა. ტურნირში 104 ქვეყნის 640-ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის შვიდი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას.
ნაკრების ფავორიტებს შორის არიან საჰილ ალახვერდოვი (48 კგ), არტიუშ გომციანი (60 კგ), ლაშა გურული (67 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილი (86 კგ).
ნაკრების შემადგენლობაში ასევე არიან ესკერხან მადიევი - 71 კგ, გიორგი ხარაბაძე - 75 კგ, ოთარ ნავერიანი - 80 კგ, გიორგი ჭიღლაძე +92 კგ, ნიკოლოზ ბეგაძე - 92კგ, ლაშა გაგნიძე - 63,5 კგ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრნელია ბეჟან ჭიჭინავა.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 5,2 მილიონი დოლარია, ოქროს მედლის მფლობელები 200 ათას დოლარს მიიღებენ, ვერცხლის მედლის - 100 ათას დოლარს, ბრინჯაოსი კი 50 ათას დოლარს.
ყველა ახალი ამბავი
0