https://sputnik-georgia.com/20230502/kalaze-antodasavluri-gancxadebebi-ar-gamiketebia-277282682.html
კალაძე: ანტიდასავლური განცხადებები არ გამიკეთებია
კალაძე: ანტიდასავლური განცხადებები არ გამიკეთებია
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ წარადგენენ მტკიცებულებების იმისა, რომ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ძირს უთხრის ევროინტეგრაციას 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T19:58+0400
2023-05-02T19:58+0400
2023-05-02T19:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24767/98/247679899_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_1df0c13b2981c1b4486eeea6da8ecaf4.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ აბსურდული უწოდა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მისი განცხადებები ანტიდასავლურ რიტორიკას შეიცავს.სამშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს, რითაც გააპროტესტეს კალაძის განცხადებები იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ზაფხულში. მერის თქმით, მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე.კალაძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მეორე ფრონტის გახსნაზე უარის გამო არ მიანიჭეს >>„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციაზე კალაძის წინააღმდეგ კამპანიის დაწყება დააანონსეს და განაცხადეს, რომ პარტნიორებს მიაწვდიან კონკრეტულ მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ „უთხრის ძირს კალაძე ქართულ დემოკრატიას და ევროინტეგრაციას“. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ევროპამ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილოს.საპასუხოდ, კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდა კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და ზოგადად პროდასავლურობასთან.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24767/98/247679899_456:256:1934:1365_1920x0_80_0_0_1530aa4a305b04bbc603ab15d3e6ff39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე
კალაძე: ანტიდასავლური განცხადებები არ გამიკეთებია
„ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ წარადგენენ მტკიცებულებების იმისა, რომ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ძირს უთხრის ევროინტეგრაციას
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ აბსურდული უწოდა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მისი განცხადებები ანტიდასავლურ რიტორიკას შეიცავს.
სამშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს, რითაც გააპროტესტეს კალაძის განცხადებები იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ზაფხულში. მერის თქმით, მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე.
„როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადება, ერთი მაგალითი მოიყვანონ - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციაზე კალაძის წინააღმდეგ კამპანიის დაწყება დააანონსეს და განაცხადეს, რომ პარტნიორებს მიაწვდიან კონკრეტულ მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ „უთხრის ძირს კალაძე ქართულ დემოკრატიას და ევროინტეგრაციას“. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ევროპამ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილოს.
საპასუხოდ, კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდა კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და ზოგადად პროდასავლურობასთან.
„დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.