„ცხოვრებას ნუ გვასწავლით“: ექსპერტი ლიბერალურ და კონსერვატიულ ძალებს შორის დაპირისპირებაზე

© photo: Sputnik / Stringerგიგლა ბარამიძე
გიგლა ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
ნეოლიბერალების მიზანი როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში ეროვნული და კულტურული ფასეულობების წაშლაა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ქართველების უმრავლესობა კონსერვატიული მიდგომის მომხრეა და არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ინტერესების ხარჯზე, მათ არ სურთ რომ ვინმე ცხოვრებას ასწავლიდეს, განაცხადა Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში საქართველოს პირველმა ელჩმა სომხეთში, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ.
30 აპრილს თბილისის ცენტრში მთავრობის მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეთა აქცია გაიმართა. ადამიანები გავიდნენ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ლოზუნგებით „არა ომს“, „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. მათ გამოხატეს შეშფოთება პოლარიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებისა და ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამო.
„ჩვენ გვინდა ვუთხრათ ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებს, ოფიციალურ პირებს - ნუ გვასწავლით როგორ ვიცხოვროთ. უმცირესობამ არ უნდა გვასწავლოს, უმრავლესობამ როგორ ვიცხოვროთ... ჩვენ პატივს ვცემთ შეერთებულ შტატებს, პატივს ვცემთ ევროპას და ყველა ქვეყანას, ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში დაბრუნება, რომლის წევრიც ჩვენ ვიყავით როგორც ფუძემდებლები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვქონდა ჩვენი ტრადიციები, რომ დავბრუნდეთ არა საქართველოს ხარჯზე“, - განაცხადა ბარამიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, ნეოლიბერალიზმს საქართველოში წლების განმავლობაში დასავლეთი აფინანსებდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, რომლებიც მასში ამაში მილიონებს დებენ.
„ნეოლიბერალური ფაშიზმი, ნეოლიბერალური რეაქციონიზმი, ნეოლიბერალური სექტანტიზმი, რომელიც ევროპული ღირებულებებით ინიღბება, და თუ არ იზიარებთ მათ, მაშინ ევროპის წინააღმდეგი ხართ. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ისინი უბრალოდ ძალადობას ემხრობიან თავიანთი ინტერესების გასატარებლად", - განაცხადა ბარამიძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ნეოლიბერალების მიზანი როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში არის ეროვნული და კულტურული ფასეულობების წაშლა, რასაც ქართველი ხალხი არასოდეს დაეთანხმება.
იდეოლოგიური წინააღმდეგობა – ექსპერტი კონსერვატიულ განწყობებზე საქართველოსა და მსოფლიოში >>
„ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე ყველასთან ვსაუბრობ... საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ჩემსავით ფიქრობს, მაგრამ მათ არ აქვთ საშუალება ეთერებიდან ისაუბრონ, რადგან ამ დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედია, სოციალური ქსელები დაიპყრეს...“ - განაცხადა ბაქრაძემ.
ბარამიძის შეფასებით, 30 აპრილს აქციაზე 40.000-მდე ადამიანი შეიკრიბა.
დასასრულს ბარამიძემ მოიყვანა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სიტყვები: „თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის მოვა როგორც ლიბერალიზმი“.
ყველა ახალი ამბავი
0