მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვაშინგტონი-ჰელსინკის მოლაპარაკებები: ამერიკელი სამხედროები ფინეთში განთავსდებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. შეერთებული შტატები და ნატოში ახლახან გაწევრიანებული ფინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ორმხრივ თავდაცვით თანამშრომლობაზე, შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოიყენონ ფინეთის ტერიტორია სამხედრო წვრთნებისა და ტექნიკის განთავსებისთვის.
ამის შესახებ ფინური გამოცემა Helsingin Sanomat წერს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი რაუნდი გასულ კვირას გაიმართა ჰელსინკი-კატაიანოკეს რაიონში. როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიკაელ ანტელი აღნიშნავს, შეხვედრაზე მოკავშირეთა შორის შეთანხმების ტექსტი დადებით კონტექსტში განიხილეს.

„ყველაზე მთავარი ისაა, რომ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან დაუბროკლებელ თანამშრომლობას უზრუნველყოფს უსაფრთხოების ყველა სიტუაციაში და თანაც მოკლე დროში“, — მიაჩნია ანტელის.

აღინიშნება, რომ ფინეთსა და აშშ-ს შორის ახალი შეთანხმება არ გავრცელდება ბირთვულ იარაღზე.
მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტიომ განაცხადა, რომ აშშ-თან ორმხრივი შეთანხმება ქვეყნის უსაფრთხოებას მაქსიმალურად გაზრდის, რაც არის კიდეც მოლაპარაკებების საფუძველი. მისი თქმით, „ამ საკითხში შეერთებული შტატები უნიშვნელოვანესი ფაქტორია“.
ფინეთი ნატოს წევრი მიმდინარე წლის 4 აპრილს გახდა — განაცხადის შეტანიდან ერთი წლის თავზე. ამით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთთან საზღვარი ორჯერ გაიზარდა და 2600 კილომეტრს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0