აკრძალულ ნივთიერებათა სიას რვა დასახელება დაემატა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
საქართველოში ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხა უკვე 230 პრეპარატსა და ნივთიერებას მოიცავს.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით 77 ხმით მიიღო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება, შედეგად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხა გაფართოვდა.
ნუსხას დაემატა 8 ახალი ნივთიერება: 3-მეთოქსიფენციკლიდინი, დიკლაზეპამი, დიფენიდინი, იზოტონიტაზენი, კლონაზოლამი, კუმილ-პეგაკლონი, მდმბ-4ენ-პინაკა და ფლუბრომაზოლამი.
ჩამონათვალი უკვე 230 პრეპარატსა და ნივთიერებას მოიცავს.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ამ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და უვადო პატიმრობის ჩათვლით სასჯელს.
ყველა ახალი ამბავი
0