https://sputnik-georgia.com/20230501/wb-xelovnuri-inteleqti-samusao-adgilebis-meotxeds-caancvlebs-277210662.html
WB: ხელოვნური ინტელექტი 5 წელიწადში მსოფლიოს სამუშაო ადგილების მეოთხედს ჩაანაცვლებს
WB: ხელოვნური ინტელექტი 5 წელიწადში მსოფლიოს სამუშაო ადგილების მეოთხედს ჩაანაცვლებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში სამუშაო ადგილების თითქმის მეოთხედს ჩაანაცვლებს, რაც პირველ ეტაპზე... 01.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-01T10:44+0400
2023-05-01T10:44+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ეკონომიკა
თანამედროვე ტექნოლოგიები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/50/233595055_0:235:3000:1923_1920x0_80_0_0_a7e7403f6c40c2b25344c26b63812db3.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში სამუშაო ადგილების თითქმის მეოთხედს ჩაანაცვლებს, რაც პირველ ეტაპზე შრომის ბაზარზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს, თუმცა მთლიანობაში მისი გავლენა დადებითი იქნება, წერს ბლუმბერგი მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიშზე დაყრდნობით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამ დროისათვის დასაქმებას დიდ საფრთხეს უქმნის მაკროეკონომიკური ფაქტორები – ეკონომიკური ზრდის შენელება, მიწოდების ნაკლებობა და ინფლაცია.ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ხელოვნური ინტელექტით ადამიანების საქმიანობის ჩანაცვლება შრომის ბაზარზე დარღვევებს გამოიწვევს, ზოგადად ახალი ტექნოლოგიების უმეტესობის გავლენა შრომის ბაზარზე დადებითი იქნება. მათი აზრით, კიბერუსაფრთხოების, დიდი მონაცემების დამუშავებისა და მდგრადი მართვის ტექნოლოგიების სპეციალისტების გაზრდილი საჭიროება მსოფლიოში დასაქმების ზრდის მთავარ ფაქტორად იქცევა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ChatGPT-ს მსგავსი ტექნოლოგიების გაჩენა ხელს შეუწყობს ისეთი თანამდებობების ავტომატიზებას ან ჩანაცვლებას, რომლებიც კომუნიკაციასთან და პროცესების კოორდინაციასთანაა დაკავშირებული. მსოფლიო ბანკის მიერ გამოკითხული 800 კომპანიის დაახლოებით 75%-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მათი შეფასებით, ამ ცვლილებების შედეგად 26 მილიონამდე სამუშაო ადგილი შემცირდება. სამსახურებიდან გათავისუფლება შეეხება ადმინისტრაციულ და საანგარიშო თანამდებობებზე მყოფ თანამშრომლებს, მათ შორის მოლარეებსა და ბუღალტრებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/50/233595055_62:0:2938:2157_1920x0_80_0_0_329e5fdba41e916e03dac7c491bfc8b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში სამუშაო ადგილების თითქმის მეოთხედს ჩაანაცვლებს, რაც პირველ ეტაპზე შრომის ბაზარზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს, თუმცა მთლიანობაში მისი გავლენა დადებითი იქნება, წერს
ბლუმბერგი მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიშზე დაყრდნობით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამ დროისათვის დასაქმებას დიდ საფრთხეს უქმნის მაკროეკონომიკური ფაქტორები – ეკონომიკური ზრდის შენელება, მიწოდების ნაკლებობა და ინფლაცია.
ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ხელოვნური ინტელექტით ადამიანების საქმიანობის ჩანაცვლება შრომის ბაზარზე დარღვევებს გამოიწვევს, ზოგადად ახალი ტექნოლოგიების უმეტესობის გავლენა შრომის ბაზარზე დადებითი იქნება. მათი აზრით, კიბერუსაფრთხოების, დიდი მონაცემების დამუშავებისა და მდგრადი მართვის ტექნოლოგიების სპეციალისტების გაზრდილი საჭიროება მსოფლიოში დასაქმების ზრდის მთავარ ფაქტორად იქცევა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ChatGPT-ს მსგავსი ტექნოლოგიების გაჩენა ხელს შეუწყობს ისეთი თანამდებობების ავტომატიზებას ან ჩანაცვლებას, რომლებიც კომუნიკაციასთან და პროცესების კოორდინაციასთანაა დაკავშირებული.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოკითხული 800 კომპანიის დაახლოებით 75%-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მათი შეფასებით, ამ ცვლილებების შედეგად 26 მილიონამდე სამუშაო ადგილი შემცირდება. სამსახურებიდან გათავისუფლება შეეხება ადმინისტრაციულ და საანგარიშო თანამდებობებზე მყოფ თანამშრომლებს, მათ შორის მოლარეებსა და ბუღალტრებს.