https://sputnik-georgia.com/20230501/uranijs-realizaciis-mcdeloba-fotsi-dakavebulta-wre-sesazloa-gaizardos-277245119.html
ურანის რეალიზაციის მცდელობა ფოთში - დაკავებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს
ურანის რეალიზაციის მცდელობა ფოთში - დაკავებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს
Sputnik საქართველო
მედიის ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცი ცხოვრობს სოფელში და ის შშმ პირია 01.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-01T19:41+0400
2023-05-01T19:41+0400
2023-05-01T19:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ფოთის მუნიციპალიტეტი
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277243206_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_d5737e718b6caab062085577098d8d65.jpg
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ქალაქ ფოთში ურანის 2 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პროკურორ მაია სილაგაძეზე დაყრდნობით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიაქტიური ნივთიერების - ურანის - უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ეს არის სოფელ ქვედა ჩხოროწყუს მცხოვრები, 52 წლის ილია ბელქანია.საქართველოში ურანის გაყიდვას შეეცადნენ 2 მილიონ დოლარად >>ამოღებულია რადიოაქტიური ნივთიერება „ურანი" - რაც ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და რომელთანაც შეხებაც კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, აღნიშნა მან.დაკავებულის დედის თქმით, მათ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა არაფერი არ ამოუღიათ. მეზობლების თქმით, 52 წლის მამაკაცი შშმ პირია და ძირითადად სულ სახლში იმყოფებოდა.სისხლის სამართლის საქმე ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახით ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო სამმართველო იძიებს. დაკავება პროკურატურასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277243206_200:0:1400:900_1920x0_80_0_0_d8eb653e75d4101b8a8a5ec64d9137c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ფოთის მუნიციპალიტეტი , სამეგრელო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ფოთის მუნიციპალიტეტი , სამეგრელო
ურანის რეალიზაციის მცდელობა ფოთში - დაკავებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს
მედიის ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცი ცხოვრობს სოფელში და ის შშმ პირია
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ქალაქ ფოთში ურანის 2 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პროკურორ მაია სილაგაძეზე დაყრდნობით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიაქტიური ნივთიერების - ურანის - უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ეს არის სოფელ ქვედა ჩხოროწყუს მცხოვრები, 52 წლის ილია ბელქანია.
„გამოძიებას მოპოვებული აქვს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ჰქონდა აღნიშნულ პიროვნებას ეს ნივთიერებები. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ახალი დაწყებულია და კვლავ ტარდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, ამ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა სილაგაძემ.
ამოღებულია რადიოაქტიური ნივთიერება „ურანი" - რაც ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და რომელთანაც შეხებაც კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, აღნიშნა მან.
დაკავებულის დედის თქმით, მათ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა არაფერი არ ამოუღიათ. მეზობლების თქმით, 52 წლის მამაკაცი შშმ პირია და ძირითადად სულ სახლში იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახით ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო სამმართველო იძიებს. დაკავება პროკურატურასთან თანამშრომლობით განხორციელდა.