https://sputnik-georgia.com/20230501/teraqti-bulgaretsi-mtavari-prokuroris-kortejis-msvlelobisas-gzaze-afetqeba-moxda-277246524.html
ტერაქტი ბულგარეთში - მთავარი პროკურორის კორტეჟის გზაზე აფეთქება მოხდა
ტერაქტი ბულგარეთში - მთავარი პროკურორის კორტეჟის გზაზე აფეთქება მოხდა
Sputnik საქართველო
გამოძიების მსვლელობას სოფიის პროკურატურის თანამშრომლები ადევნებენ თვალს 01.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-01T20:45+0400
2023-05-01T20:45+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ბულგარეთი
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22767/79/227677935_0:189:2966:1857_1920x0_80_0_0_7b0ce4181249de3ccbd949db1b85c546.jpg
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ბულგარეთის მთავარი პროკურორის ივან გეშევის ავტომობილის აფეთქების საქმეს იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს, ავრცელებს „რია ნოვოსტი“ ნაციონალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორის მოადგილის ბორისლავ სარაფოვის განცხადებას.ბულგარეთის შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი მოხდა ორშაბათს დილით სოფიასა და სამაკოვის დამაკავშირებელ გზატკეცილზე. ბომბი დისტანციურად აფეთქდა მთავარი პროკურორის კორტეჟის გზაზე. სამინისტროს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.მასმედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავარი პროკურორი გადარჩა დაჯავშნილი Audi-ს წყალობით. ამის მიუხედავად, მის ავტომობილში აღმოჩენილია შუშის ნამსხვრევები და დაზიანებები. გამოცემის ინფორმაციით, გეშევი ავტომობილით ოჯახთან ერთად მგზავრობდა.
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22767/79/227677935_119:0:2848:2047_1920x0_80_0_0_ef51d9206a6337f0269f1c6c555412f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბულგარეთი , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ბულგარეთი , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ტერაქტი ბულგარეთში - მთავარი პროკურორის კორტეჟის გზაზე აფეთქება მოხდა
20:45 01.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) გამოძიების მსვლელობას სოფიის პროკურატურის თანამშრომლები ადევნებენ თვალს
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ბულგარეთის მთავარი პროკურორის ივან გეშევის ავტომობილის აფეთქების საქმეს იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს, ავრცელებს „რია ნოვოსტი“ ნაციონალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორის მოადგილის ბორისლავ სარაფოვის განცხადებას.
ბულგარეთის შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი მოხდა ორშაბათს დილით სოფიასა და სამაკოვის დამაკავშირებელ გზატკეცილზე. ბომბი დისტანციურად აფეთქდა მთავარი პროკურორის კორტეჟის გზაზე. სამინისტროს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
„აფეთქება მოხდა მოსახვევში, სადაც მძღოლები სიჩქარეს ამცირებენ. აფეთქების ადგილას 30-40 სმ სიღრმისა და სამი-ოთხი მეტრი დიამეტრის ორმო წარმოიქმნა. აფეთქება გზისკენ იყო მიმართული. ბომბს ჰქონდა სამი კგ ტროტილის ეკვივალენტი. აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც ამ მონაკვეთს გეშევის მანქანამ ჩაუარა“, - მოჰყავს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის სიტყვები ტელეარხ БНТ-ს.
მასმედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავარი პროკურორი გადარჩა დაჯავშნილი Audi-ს წყალობით. ამის მიუხედავად, მის ავტომობილში აღმოჩენილია შუშის ნამსხვრევები და დაზიანებები. გამოცემის ინფორმაციით, გეშევი ავტომობილით ოჯახთან ერთად მგზავრობდა.