რუსული დიპლომატიური მისია: ფინეთთან თანამშრომლობის ბაზა განადგურებულია

© photo: Sputnik / Alexander Vilfფინეთის დროშა
ფინეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. რუსეთსა და ფინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ბაზა, ფინური მხარის ბრალით, თითქმის მთლიანად განადგურდა, განუცხადეს გაზეთ „იზვესტიას“ ჰელსინკიში რუსეთის საელჩოში.
რუსეთის დიპლომატიური მისიის განცხადებით, ფინეთის ნატოში გაწევრიანებამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში „ახალი პოლიტიკური რეალობა“ შექმნა.

„იმ დროისათვის, როცა ჰელსინკი ალიანსში გაწევრიანდა, ჩვენს ქვეყნებს შორის ოდესღაც მჭიდრო და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის საფუძველი უკვე თითქმის მთლიანად განადგურებული იყო ფინური მხარის ძალისხმევით. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჯერ კიდევ 2022 წელს შემცირდა მინიმუმამდე ფინეთის ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგად, მათ შორის ევროკავშირის არალეგიტიმურ სანქციებთან მიერთებით, რამაც მაქსიმალურად გაართულა რუსეთთან საქმიანობა“, — აღნიშნეს რუსულ დიპლომატიურ მისიაში.

„როსსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს რუსეთსა და ფინეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. ჰელსინკიში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის ანტონ ლოგინოვის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის ბრუნვა შესაძლოა 4,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს.
ფინეთი ნატოს ოფიციალურად მიმდინარე წლის 4 აპრილს შეუერთდა — შესაბამისი განაცხადის შეტანიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მანამდეც აღნიშნავდა, რომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანება ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში ვითარებას კარდინალურად შეცვლიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის შემდგომ ქმედებებს ამ მიმართულებით, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განაპირობებს ფინეთის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაც.
ყველა ახალი ამბავი
0