„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – „ოცნებისა“ და ოპოზიციის რეაგირება აქციაზე

© photo: Sputnik / Stringerაქცია რესპუბლიკის მოედანზე
აქცია რესპუბლიკის მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
თბილისში გუშინ აქცია გაიმართა. მოთხოვნებს შორისაა ლგბტ–ს პროპაგანდის აკრძალვა და საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ოპოზიციისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გუშინ თბილისის ცენტრში გამართული მშვიდობიანი აქცია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ სხვადასხვაგვარად შეაფასეს: ოპოზიციაში მიტინგის ანტიდასავლური შინაარსი დაინახეს, მმართველ პარტიაში კი – ეროვნული ინტერესების დაცვა.
რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქციის ორგანიზატორები იყვნენ მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ და მსახიობი ზაზა პაპუაშვილი. მათ ხელისუფლებისგან ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა მოითხოვეს. მათი განცხადებით, დაუშვებელია საქართველოს ჩაბმა ომში. მათ ასევე მოუწოდეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.
დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძემ მიტინგს სამარცხვინო უწოდა, ხოლო მონაწილეების განცხადებებს – მავნებლობა.
„გუშინდელი შეხვედრა იყო ძალიან სამარცხვინო. მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, მაგრამ იქ გაჟღერებული განცხადებები არ იყო განსხვავებული აზრი, ყველა სიტყვა იყო მავნებლობა, ბოროტმოქმედება და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, – განუცხადა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს.
© photo: Sputnik / Stringerაქცია რესპუბლიკის მოედანზე
Акция протеста защитников мирной политики Грузии на площади Первой Республики - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
აქცია რესპუბლიკის მოედანზე
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ ღონისძიებისთვის, აქციამ აჩვენა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში მომავალი არა აქვს.
„ეს ადამიანები იყვნენ„ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულიადამიანები და სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება" მოვლით და არაპირდაპირი გზით ცდილობს ადამიანების შეცდომაში შეყვანას და ანტიდასავლური გზავნილების გამეორებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მოთხოვნები აქციაზე
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი რვა მოთხოვნა გააჟღერეს, მათ შორის, რომ კანონი ყველას მიმართ ერთნაირად აღსრულდეს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა.
გარდა ამისა, პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია იყოს თავიდან აცილებული.
ლგბტ-ს აკრძალვა და სუვერენიტეტის დაცვა - აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს>>
აქციის ორგანიზატორებმა ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის პატივისცემა, ასევე ქვეყნის შიდა საზოგადოებრივი–პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობა.
„ქართული ოცნება“ მადლიერია
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ოპოზიციისგან განსხვავებით, აქციით კმაყოფილი დარჩნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აქცია გაჟღენთილი იყო ქართული იდეითა და ეროვნული ინტერესებით. მან ოპოზიციას მოუწოდა, დაფიქრდნენ ამ იდეებზე და დააბრუნონ თავიანთ ლექსიკონში „ეროვნული ინტერესები“, როგორც ერთ–ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილებების მიღებისას.
„ჩვენს ოპოზიციას უკვე დიდი ხანია, საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოღებული აქვს ეროვნული ინტერესი, როგორც ტერმინი... გამოდის, რომ საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლელობას და პრორუსულობას... მათთვის რაღაცნაირად უკვე გამაღიზიანებელია, როდესაც საუბარი არის საქართველოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განსაკუთრებულად მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთვისაც „მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა“.
საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკის დასაცავად: საპროტესტო აქცია თბილისში - ფოტო>>
„მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად აცხადებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დაუშვებელია მეორე ფრონტის გახსნა, ვინ როგორც არ უნდა ეცადოს ქვეყნის ომში ჩართვას.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად, მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში. მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.
საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0