ყველაფერი კანონის ფარგლებში - კალაძე „კამაზის" შესყიდვის შესახებ

© courtesy of Tbilservice Groupთბილისის დასუფთავების სამუშაოები
თბილისის დასუფთავების სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
ოპოზიციურმა ტელეარხმა ქართულ ბაზარს რუსული კომპანიებისთვის „ოაზისი" უწოდა.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისის მერია ტენდერებს კანონის შესაბამისად აცხადებს და არა აქვს უფლება, მონაწილეები რამე სახით შეზღუდოს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „კამაზის" ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე კომენტარისას.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა" საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მუნიციპალურმა კომპანია „თბილსერვის ჯგუფმა" სპეცტექნიკა რუსული კომპანია „კამაზისგან" შეიძინა, რომელიც სანქციების ქვეშ 2022 წლის მარტიდან არის. „მთავარმა" ქართულ ბაზარს სანქცირებული რუსული კომპანიებისთვის „ოაზისი" უწოდა.

„თბილისის მერია არ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიიდან უნდა იყოს შესყიდული ტექნიკა და არანაირი უფლება არ აქვს კანონით განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან უნდა იყოს ტექნიკა, ან რომელი ფირმის უნდა იყოს. თბილისის მერია აცხადებს შესაბამის ტენდერს, რომელიც არის კანონით გაწერილი", – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, თუ კომპანიას, როგორც ქართულს, ისე უცხოურს, აქვს რაღაც პრობლემები, მას შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა ტენდერში.
სპეცტექნიკის შესყიდვაზე ტენდერი „თბილსერვის ჯგუფმა" გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობდა კომპანია „კამაზის" დილერი საქართველოში, კომპანია „ბიზნეს გრუპ 2010" (უფრო ადრე "საქკამაზავტოცენტრი"). ის „კამაზის" ოფიციალური წარმომადგენელია 1995 წლიდან.
მხოლოდ „ბიზნეს გრუპ 2010"-ს აქვს ავტორიზებული სერვის-ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ავტომობილების შეძენა, დაზიანებული ნაწილების გამოცვლა ორიგინალური სათადარიგო ნაწილებით.
თბილისის ქუჩების სისტემატური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო>>
„მთავარის" ინფორმაციით, სანქციები „კამაზის" წინააღმდეგ დაწესდა 2022 წლის მარტში რიგი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის მიერ, ხოლო შეთანხმებას დილერ კომპანიასთან ხელი 2022 წლის სექტემბერში მოეწერა.
თბილისის მერიამ 2023 წლის 24 აპრილიდან ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებში 100-ზე მეტი ქუჩა სპეციალური ტექნიკით დასუფთავდება. ქუჩების დასასუფთავებლად თბილისის მერიამ 15 ერთეული თანამედროვე ტექნიკა შეიძინა. ქალაქში სულ 20 ერთეული მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0