ჰერჩინსკი: არ არის მტკიცებულება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

© courtesy of European Union in Georgiaპაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორია და ქართული კომპანიები გამოიყენება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
„ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს. არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ საქართველო ხელს უწყობს ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო ნაწილობრივ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს.
„რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ ხდება და ჩვენ ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ვიცი, რომ ამ ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვაგვარად შეაქვს. საქართველომ შემოიღო ზოგიერთი ჩვენი სანქცია, არა ყველა მათგანი", - განაცხადა დიპლომატმა.
საქართველო იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 2023 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ეს იყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და „უკრაინული ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის გეგმებში არ შედის“. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ყველა ახალი ამბავი
0