ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2023
გამოწერა
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ზუგდიდში, ქუჩაში ახალშობილი იპოვეს, იუწყება „მთავარი არხი“.
დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ადგილობრივების თქმით, ის შესაძლოა ორსულობას მალავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, მან შემოწმების სრული კურსი გაიარა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ექიმების თქმით, გოგონაა, სავარაუდოდ, 5 დღისაა.
ყველა ახალი ამბავი
0