თბილისში მძიმე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2023
გამოწერა
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ხევში გადავარდა
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისში, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. სამივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ორი დაშავებული ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0