https://sputnik-georgia.com/20230430/saqartvelo-upirveles-yovlisa-rustavelze-aqcia-mimdinareobs-277196900.html
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები გამოთქვამენ შეშფოთებას პოლარიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებისა და ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამო. 30.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-30T20:11+0400
2023-04-30T20:11+0400
2023-04-30T21:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1e/277196370_0:173:1280:893_1920x0_80_0_0_47fc2d227e26a4a36f642057766b6405.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე ფეხბურთის მატჩის დასრულებისთანავე დაიწყო აქცია ლოზუნგებით „არა ომს“, „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.აქციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე შეკრებილებმა „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შეხვედრას უყურეს და უქომაგეს „ნაპოლის“ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას. სცენაზე დიდი ეკრანი დაამონტაჟეს, სადაც სერია А-ს 32-ე ტურის თამაში გადიოდა.ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქცია აპოლიტიკურ ხასიათს ატარებს და გამოხატავს საზოგადოების შეშფოთებას პოლარიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებისა და ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამო.აქცია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მომღერალ „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძის) სიმღერით დაიწყო. შემდეგ კი შეკრებილებს რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა.„ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება. ავიცილოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრი, მომართული ჩვენი ქვეყნის მიმართ. შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა“, - მიმართა შეკრებილებს პაპუაშვილმა.ზაზა პაპუაშვილის თქმით, შეკრებილები მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ ქვეყანასთან, მაგრამ არა საკუთარი იდენტობის გაქრობის ხარჯზე.„ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ბედი არ გადაწყდება მოსკოვში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ კიევში.აქციის ბოლოს ორგანიზატორები აპირებენ რეზიუმეს მსგავსი წერილის შედგენას აქციის შედეგებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1e/277196370_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a5d167c7ac4817b1bf9f49ef8aa0f386.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისი დღეს
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს
20:11 30.04.2023 (განახლებულია: 21:20 30.04.2023) აქციის მონაწილეები გამოთქვამენ შეშფოთებას პოლარიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებისა და ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამო.
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე ფეხბურთის მატჩის დასრულებისთანავე დაიწყო აქცია ლოზუნგებით „არა ომს“, „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
აქციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე შეკრებილებმა „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შეხვედრას უყურეს და უქომაგეს „ნაპოლის“ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას. სცენაზე დიდი ეკრანი დაამონტაჟეს, სადაც სერია А-ს 32-ე ტურის თამაში გადიოდა.
ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქცია აპოლიტიკურ ხასიათს ატარებს და გამოხატავს საზოგადოების შეშფოთებას პოლარიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებისა და ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამო.
აქცია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მომღერალ „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძის) სიმღერით დაიწყო. შემდეგ კი შეკრებილებს რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა.
„ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება. ავიცილოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრი, მომართული ჩვენი ქვეყნის მიმართ. შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა“, - მიმართა შეკრებილებს პაპუაშვილმა.
ზაზა პაპუაშვილის თქმით, შეკრებილები მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ ქვეყანასთან, მაგრამ არა საკუთარი იდენტობის გაქრობის ხარჯზე.
„ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ბედი არ გადაწყდება მოსკოვში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ კიევში.
აქციის ბოლოს ორგანიზატორები აპირებენ რეზიუმეს მსგავსი წერილის შედგენას აქციის შედეგებზე.