https://sputnik-georgia.com/20230430/saqartvelo-saberznetsi-wignis-bazrobaze-wardegba-277193216.html
საქართველო საბერძნეთში წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება
საქართველო საბერძნეთში წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება
Sputnik საქართველო
მონაწილეობის მიზანია - ბერძენი გამომცემლების ინტერესის გაზრდა ქართული ლიტერატურის მიმართ 30.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-30T13:52+0400
2023-04-30T13:52+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საბერძნეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24286/71/242867190_0:146:3127:1904_1920x0_80_0_0_e7da1d30fd8531be7d84f0ded60ff051.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველო 4-დან 7 მაისამდე სალონიკში (საბერძნეთი) წიგნის საერთაშორისო გამოფენაში მეორედ მიიღებს მონაწილეობას - გამოფენაზე ქართული ლიტერატურის ბერძნული თარგმანები იქნება წარმოდგენილი, იუწყება მწერალთა სახლი.ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული გამომცემლობების ახალი წიგნები - „სულაკაური“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „პალიტრა L“ და სხვა, ასევე მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული უცხო ენებზე თარგმანები და ქართველ ავტორთა კატალოგები.ბაზრობის სტუმრები ნახავენ შემდეგი ავტორების ბერძნულ თარგმანებს:5 მაისს, თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ბერძნულენოვან თარგმანს წარადგენენ.6 მაისს, თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, წიგნის „მეტყველი მარმარილოები - ეპიზოდები ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ისტორიიდან ΧΙΧ-ΧΧ საუკუნეები“ (ავტორები მედეა აბულაშვილი და ეკა ჭყოიძე) პრეზენტაცია შედგება. (გამომცემლობა Vakxikon Publications);ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ (World Books).დიანა ანფიმიადი - თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია (Vakxikon Publications).საქართველო 2021 წლიდან იღებს მონაწილეობას ათენის და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე, რაც განაპირობებს ბერძენი გამომცემლების ინტერესის გაზრდას ქართული ლიტერატურის მიმართ.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24286/71/242867190_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_64d5d5394a1ef4bb68dd6ec64826ab39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საბერძნეთი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საბერძნეთი
საქართველო საბერძნეთში წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება
13:52 30.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) მონაწილეობის მიზანია - ბერძენი გამომცემლების ინტერესის გაზრდა ქართული ლიტერატურის მიმართ
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველო 4-დან 7 მაისამდე სალონიკში (საბერძნეთი) წიგნის საერთაშორისო გამოფენაში მეორედ მიიღებს მონაწილეობას - გამოფენაზე ქართული ლიტერატურის ბერძნული თარგმანები იქნება წარმოდგენილი, იუწყება მწერალთა სახლი.
ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული გამომცემლობების ახალი წიგნები - „სულაკაური“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „პალიტრა L“ და სხვა, ასევე მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული უცხო ენებზე თარგმანები და ქართველ ავტორთა კატალოგები.
ბაზრობის სტუმრები ნახავენ შემდეგი ავტორების ბერძნულ თარგმანებს:
5 მაისს, თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ბერძნულენოვან თარგმანს წარადგენენ.
6 მაისს, თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, წიგნის „მეტყველი მარმარილოები - ეპიზოდები ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ისტორიიდან ΧΙΧ-ΧΧ საუკუნეები“ (ავტორები მედეა აბულაშვილი და ეკა ჭყოიძე) პრეზენტაცია შედგება. (გამომცემლობა Vakxikon Publications);
ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ (World Books).
დიანა ანფიმიადი - თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია (Vakxikon Publications).
საქართველო 2021 წლიდან იღებს მონაწილეობას ათენის და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე, რაც განაპირობებს ბერძენი გამომცემლების ინტერესის გაზრდას ქართული ლიტერატურის მიმართ.