https://sputnik-georgia.com/20230430/gamocnda-yvela-plusi-da-minusi-mamuka-mdinaraze-sualedur-arcevnebze-277192461.html
გამოჩნდა ყველა პლუსი და მინუსი - მამუკა მდინარაძე შუალედურ არჩევნებზე
გამოჩნდა ყველა პლუსი და მინუსი - მამუკა მდინარაძე შუალედურ არჩევნებზე
Sputnik საქართველო
შაბათს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. 30.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-30T12:54+0400
2023-04-30T12:54+0400
2023-04-30T12:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. 29 აპრილს არჩევნები სატესტო რეჟიმში გაიმართა და გამოჩნდა ყველა პლუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს, განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.29 აპრილს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები შაბათს გაიხსნა. ამომრჩეველმა ხმა მისცა 164 საარჩევნო უბანზე. არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ამავდროულად, ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ფართო მასშტაბით იყო გამოყენებული.საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამომრჩევლის ხმები 164-დან 117 უბანზე დაითვალეს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის ბრძოლაში ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქებიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ხახუბია ლიდერობს. რომელმაც ხმების 95,304% მოაგროვა.ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატი იყო წარმოდგენილი.წინასწარი შედეგებით, ქუთაისში მიხეილ გიორგაძემ 5.331 ხმა მოიპოვა, გურჯაანში ზურაბ მუხულიშვილმა - 1.341 ხმა (100%), როინ ნებაძემ ახალციხეში - 463 ხმა (100%), იოსებ მატურელმა თიანენტში - 345 ხმა (100%).ცესკომ რიგგარეშე და შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა >>ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კერესელიძემ ხმების 86,62% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი გაგოშიძემ - 13,38%.ლევან ზალკალიანმა, რომელიც ცაგერის მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, 2158 ხმა მიიღო, ხოლო თერჯოლის მერობის ერთადერთმა კანდიდატმა, ასევე მმართველი პარტიიდან მანუჩარ რობაქიძემ - 9559 ხმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოცნება
გამოჩნდა ყველა პლუსი და მინუსი - მამუკა მდინარაძე შუალედურ არჩევნებზე
შაბათს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. 29 აპრილს არჩევნები სატესტო რეჟიმში გაიმართა და გამოჩნდა ყველა პლუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს, განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
29 აპრილს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები შაბათს გაიხსნა. ამომრჩეველმა ხმა მისცა 164 საარჩევნო უბანზე. არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ამავდროულად, ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ფართო მასშტაბით იყო გამოყენებული.
„ეს წაგვადგება, რომ დასკვნები გამოვიტანოთ შემდეგი არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ დაიხვეწოს, ზუსტად ვიცოდეთ, გამოწვევები რა არის, ამ პრობლემებთან დაკავშირებით გავამახვილოთ ყურადღება, საკანონმდებლო ცვლილება იქნება თუ პრაქტიკული გადაწყვეტა საჭირო, ამაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამომრჩევლის ხმები 164-დან 117 უბანზე დაითვალეს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის ბრძოლაში ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქებიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ხახუბია ლიდერობს. რომელმაც ხმების 95,304% მოაგროვა.
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
წინასწარი შედეგებით, ქუთაისში მიხეილ გიორგაძემ 5.331 ხმა მოიპოვა, გურჯაანში ზურაბ მუხულიშვილმა - 1.341 ხმა (100%), როინ ნებაძემ ახალციხეში - 463 ხმა (100%), იოსებ მატურელმა თიანენტში - 345 ხმა (100%).
ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კერესელიძემ ხმების 86,62% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი გაგოშიძემ - 13,38%.
ლევან ზალკალიანმა, რომელიც ცაგერის მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, 2158 ხმა მიიღო, ხოლო თერჯოლის მერობის ერთადერთმა კანდიდატმა, ასევე მმართველი პარტიიდან მანუჩარ რობაქიძემ - 9559 ხმა.