საქართველოში კომპანიები წყლით სარგებლობას ახალი წესებით შეძლებენ

© photo: Sputnik / Aleksey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიწყლის ონკანი
წყლის ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2023
გამოწერა
შეზღუდვა ეხება წყლის არამიზნობრივ გამოყენებას და გარემოზე უარყოფით გავლენას.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ ახალ კანონს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც კომპანიებისთვის წყლის გამოყენების ახალ წესებს აწესებს.
პროექტის მიხედვით, საქართველოს წყლის რესურსები სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდება, კერძო კომპანიები კი წყლის გამოყენებაზე ნებართვას მიიღებენ.
როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განმარტა, ხელისუფლებას განსხვავებული მიდგომა ექნება სხვადასხვა საწარმოს მიმართ.
„ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ჩვენ ყველა ნებართვას ვერ გადავხედავთ. ახალ, განსხვავებულ და უფრო მკაცრ მოთხოვნებს ვერ დავუწესებთ საწარმოებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ჰქონდათ მიღებული ნებართვა, თუმცა იმ საწარმოებს, რომლებსაც 5 წელიწადში უწევთ წყალთსარგებლობის ნებართვის აღება, მათ მოუწევთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და დასაბუთება, რატომ სჭირდებათ კონკრეტული რაოდენობის წყლის მოხმარება“, - განმარტა ნინო თანდილაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კანონი თითოეულ სექტორთან ინდივიდუალურ მიდგომას გაითვალისწინებს.
„ჩვენ უბრალოდ პრინციპი შემოვიტანეთ კანონით, რომ სამომავლოდ მოსაკრებლის ოდენობებს დავადგენთ და ასევე დავადგენთ სექტორებისთვის ინდივიდუალურად, ასევე დავადგენთ გამონაკლისებს“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საწარმოები არ შეიზღუდებიან ზოგადად წყლის მოხმარებაში და შეზღუდვა ეხება მის არამიზნობრივ გამოყენებას და გარემოზე უარყოფით გავლენას.
კანონი ძალაში მიღებიდან ორი წლის შემდეგ შევა. იმისათვის, რომ ის მიღებულ იქნეს, პარლამენტარებმა ის სამი მოსმენით უნდა დაამტკიცონ.
ყველა ახალი ამბავი
0