საქართველოს მასშტაბით ქართული კინოს დღე გაიმართება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან „სამანიშვილების დედინაცვალი“
კადრი ფილმიდან „სამანიშვილების დედინაცვალი“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2023
გამოწერა
წელს ქართული კინემატოგრაფიის 115 წლის იუბილე აღინიშნება
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. 15 მაისს, ქართული კინოს დღეს საქართველოს ქალაქებში ქართული კინოს მარათონი დაიწყება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ქართული კინოს იუბილეს, კერძოდ კი 115 წლის იუბილეს, ქვეყანა აღნიშნავს ფილმების მარათონით ეროვნული კინოს საგანძურიდან. ჩვენებების პროგრამა ღია გამოკითხვის შედეგად თავად მაყურებელმა შეარჩია.
© Сourtesy of Georgian National Film Centerკადრი ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" - რეჟისორი - ალექსანდრე კობერიძე.
Кадр из фильма Что мы видим, когда смотрим на небо Александра Коберидзе - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2023
კადრი ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" - რეჟისორი - ალექსანდრე კობერიძე.
ქართული კინოს დღის პროგრამაში შემდეგი ფილმები შევიდა:
„აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, რეჟისორი - ვასილ ამაშუკელი;
„ჩემი ბებია", რეჟისორი - კოტე მიქაბერიძე;
„ჯიმ შვანთე", რეჟისორი - მიხეილ კალატოზიშვილი;
„ქეთო და კოტე", რეჟისორი - ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი;
„დიდი მწვანე ველი", რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი;
„ერთი ნახვით შეყვარება", რეჟისორი - რეზო ესაძე;
„ცისფერი მთები" , რეჟისორი - ელდარ შენგელაია;
„უძინართა მზე", რეჟისორი - თემურ ბაბლუანი;
„სამი სახლი", რეჟისორი - ზაზა ურუშაძე;
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" - რეჟისორი - ალექსანდრე კობერიძე.
კინოჩვენებები თბილისის ორ კინოთეატრში და საქართველოს 16 ქალაქში გაიმართება.
© Фото: архивსესილია თაყაიშვილი „ცისფერი მთების“ გადამღებ ჯგუფთან ერთად
Сесиль Такаишвили с актерами и съемочной группой фильма Голубые горы - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2023
სესილია თაყაიშვილი „ცისფერი მთების“ გადამღებ ჯგუფთან ერთად
აღსანიშნავია, რომ კინომარათონს შემოუერთდნენ საქართველოს საელჩოები ნიდერლანდებში, ავსტრიაში, მალაიზიასა და ნორვეგიაში. შესაბამისად, 15 მაისს ქართული ფილმების ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს აღნიშნულ ქვეყნებშიც ექნება.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იქნება, ხოლო პროგრამის მონაწილე ყველა ფილმი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით.
ყველა ახალი ამბავი
0