https://sputnik-georgia.com/20230429/riggarese-da-sualeduri-arcevnebi-saqartvelosi-xmis-micemis-procedura-dasrulda-277183443.html
რიგგარეშე და შუალედური არჩევნები საქართველოში: ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
რიგგარეშე და შუალედური არჩევნები საქართველოში: ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
Sputnik საქართველო
რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა პარლამენტის დეპუტატს, ორ მერსა და ასევე საკრებულოების დეპუტატებს ირჩევდა 29.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-29T20:40+0400
2023-04-29T20:40+0400
2023-04-29T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:63:1280:783_1920x0_80_0_0_ce728de6f3e740dbdbb7f829079d0a7f.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართა.ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი. ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეეძლო. 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებზე 17:00 საათისთვის აქტივობამ 24,47 % შეადგინა.117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად გაიმართა, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებდნენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა და იქ ამომრჩევლებს არჩეული კანდიდატის ნომერი უნდა შემოეხაზათ.იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.ვის ირჩევდა მოსახლეობადღეს კონკრეტული რაიონების მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა.გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდა.ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები გაიმართა.არჩევნებში კონკურენცია საკმაოდ მცირე იყო: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ერთი ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოდა - გიორგი ხახუბია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ და ბესიკ წულეისკირი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“.ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატი იყო წარმოდგენილი. მიხეილ გიორგაძე, ზურაბ მუხულიშვილი, როინ ნებაძე და იოსებ მათურელი მმართველ პარტიას წარმოადგენენ.ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გიორგი კერესელიძეს დეპუტატობის ადგილისთვის ბრძოლა დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი გაგოშიძესთან უწევდა.ხოლო მერის არჩევნებზე კონკურენცია საერთოდ არ ყოფილა: ცაგერსა და თერჯოლაში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები ლევან ზალკალიანი და მანუჩარ რობაქიძე იყვნენ.მედია და დამკვირვებლებისაარჩევნო პროცესს 12 ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 55 დამკვირვებელი აკვირდებოდა.ასევე, არჩევნებს აკვირდებოდა 258 პარტიის და 45.722 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი.საარჩევნო პროცესს 19 მედიასაშუალების 353 ჟურნალისტი აშუქებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6c0fb9f5fddd68498ba1ad47f0470f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
რიგგარეშე და შუალედური არჩევნები საქართველოში: ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
20:40 29.04.2023 (განახლებულია: 20:42 29.04.2023) რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა პარლამენტის დეპუტატს, ორ მერსა და ასევე საკრებულოების დეპუტატებს ირჩევდა
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართა.
ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი. ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.
კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეეძლო. 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებზე 17:00 საათისთვის აქტივობამ 24,47 % შეადგინა.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად გაიმართა, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებდნენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა და იქ ამომრჩევლებს არჩეული კანდიდატის ნომერი უნდა შემოეხაზათ.
იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.
დღეს კონკრეტული რაიონების მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა.
გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდა.
ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები გაიმართა.
არჩევნებში კონკურენცია საკმაოდ მცირე იყო: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ერთი ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოდა - გიორგი ხახუბია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ და ბესიკ წულეისკირი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“.
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატი იყო წარმოდგენილი. მიხეილ გიორგაძე, ზურაბ მუხულიშვილი, როინ ნებაძე და იოსებ მათურელი მმართველ პარტიას წარმოადგენენ.
ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გიორგი კერესელიძეს დეპუტატობის ადგილისთვის ბრძოლა დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი გაგოშიძესთან უწევდა.
ხოლო მერის არჩევნებზე კონკურენცია საერთოდ არ ყოფილა: ცაგერსა და თერჯოლაში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები ლევან ზალკალიანი და მანუჩარ რობაქიძე იყვნენ.
საარჩევნო პროცესს 12 ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 55 დამკვირვებელი აკვირდებოდა.
ასევე, არჩევნებს აკვირდებოდა 258 პარტიის და 45.722 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს 19 მედიასაშუალების 353 ჟურნალისტი აშუქებდა.