https://sputnik-georgia.com/20230429/qutaisis-tojinebis-teatri-yazaxetis-saertasoriso-festivalze-gran-pri-moipova-277175224.html
ქუთაისის თოჯინების თეატრმა ყაზახეთის საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა
ქუთაისის თოჯინების თეატრმა ყაზახეთის საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა
Sputnik საქართველო
დასმა ფესტივალზე წარადგინა ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუკი”. 29.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-29T15:09+0400
2023-04-29T15:09+0400
2023-04-29T16:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1d/277170576_0:218:1170:876_1920x0_80_0_0_5a4d8d4e2967d5c98e65df667cce596a.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ყაზახეთის თოჯინების მე-6 საერთაშორისო ფესტივალიდან „ორტეკე“ გრან-პრით დაბრუნდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.ფესტივალზე იყო წარმოდგენილი ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუკი”.ფესტივალში მონაწილეობდნენ დასები საქართველოდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, კორეიდან და ყირგიზეთიდან, რომლებმაც როგორც საბავშვო, ისე მოზრდილ აუდიტორიას თოჯინების თეატრების საუკეთესო დადგმები წარუდგინეს.წელს საკონკურსო პროგრამაში იყო 12 სპექტაკლი, რომლებიც მონაწილე-ქვეყნების ენებზე გავიდა.„ვულოცავთ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასა და სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.„ორტეკეს“ ფესტივალის მიზნები და ამოცანებია თოჯინების თეატრების პოპულარიზაცია, სხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების გაძლიერება, ნიჭიერი არტისტებისა და რეჟისორების გამოვლენა და თეატრალური ხელოვნების განვითარება.თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალი „ორტეკე“ 2007 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1d/277170576_165:189:1081:876_1920x0_80_0_0_a827e2c28f55b4eec40a6cd2a07988cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, კულტურა საქართველოში
ქუთაისის თოჯინების თეატრმა ყაზახეთის საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა
15:09 29.04.2023 (განახლებულია: 16:35 29.04.2023) დასმა ფესტივალზე წარადგინა ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუკი”.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ყაზახეთის თოჯინების მე-6 საერთაშორისო ფესტივალიდან „ორტეკე“ გრან-პრით დაბრუნდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ფესტივალზე იყო წარმოდგენილი ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუკი”.
ფესტივალში მონაწილეობდნენ დასები საქართველოდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, კორეიდან და ყირგიზეთიდან, რომლებმაც როგორც საბავშვო, ისე მოზრდილ აუდიტორიას თოჯინების თეატრების საუკეთესო დადგმები წარუდგინეს.
წელს საკონკურსო პროგრამაში იყო 12 სპექტაკლი, რომლებიც მონაწილე-ქვეყნების ენებზე გავიდა.
„ვულოცავთ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასა და სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„ორტეკეს“ ფესტივალის მიზნები და ამოცანებია თოჯინების თეატრების პოპულარიზაცია, სხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების გაძლიერება, ნიჭიერი არტისტებისა და რეჟისორების გამოვლენა და თეატრალური ხელოვნების განვითარება.
თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალი „ორტეკე“ 2007 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება.