https://sputnik-georgia.com/20230429/did-diromsi-12-wlis-gogonas-mkvlelobis-saqme-eqspetizis-daskvna-cnobilia-277173663.html
დიდ დიღომში 12 წლის გოგონას მკვლელობის საქმე: ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
დიდ დიღომში 12 წლის გოგონას მკვლელობის საქმე: ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
Sputnik საქართველო
ადვოკატის განცხადებით, ბავშვს სხეულზე 39 დაზიანება აღენიშნება 29.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-29T13:04+0400
2023-04-29T13:04+0400
2023-04-29T13:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276867124_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f7c0dcbcc66503a2c23b832b7245e717.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისში დაღუპული 12 წლის გოგონას სხეულზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაში 40 მდე დაზიანებაა აღწერილი, იუწყება TV პირველი.ანა იანუშაიტე დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, სკვერში 17 მარტის ღამით გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკარგვის შესახებ, პოლიციამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დოკუმენტი ოჯახს და ადვოკატებს დღეს ჩაბარდათ, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ გოგონა ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ გაგუდეს.ადვოკატის ცნობით, ექსპერტიზაში ასახულია 39 სხვადასხვა სახის დაზიანება, რომლებიც მიყენებულია როგორც სხეულზე, ისევე სახის და ყელის მიდამოებში.„არის როგორც წვრილი მრავლობითი დაზიანებები, ასევე საკმაოდ დიდი ზომის. სამხარაული ამბობს, რომ ისინი რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული, თუმცა არის როგორც ჭრილობები, ასევე სისხლნაჟღენთები და დაზიანებები. რამდენიმე საკმაოდ მოცულობითი ჭრილობაა ფეხზე“, - განაცხადა ადვოკატმა ელისო რუხაძემ.ახლა ოჯახი კომპლექსურ სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვს, რათა პასუხი გაეცეს კითხვას, რა ვითარებაში მიიღო მოზარდმა მძიმე დაზიანებები.„39 დაზიანება ჩვეულებრივად ადამიანს არ მიადგება, ბავშვს კლავდნენ, ამის გამო ახლა ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უფრო კომპლექსური ექსპერტიზა“, - განაცხადა ბავშვის დედამ ტელეკომპანიასთან საუბრისას.ტელეკომპანიის ცნობით, სამხარაულის ბიუროს 12 წლის გოგონას საქმეზე ჯერ კიდევ ხუთი დასკვნა აქვს მოსამზადებელი , მათ შორის არის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა, რომელმაც უნდა თქვას, იძალადეს თუ არა მოზარდზე გარდაცვალებამდე სექსუალურად.რაც შეეხება გამოძიებას, პოლიციას საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებია. გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია ჩანაწერები შემთხვევის ადგილთან ახლოს განთავსებული ვიდეოკამერებიდან. თუმცა უშუალოდ სკვერში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს და რომელიც არ ფუნქციონირებს, კამერები არ არის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276867124_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_1e98a54102693c293971ade8b3bf78bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისი დღეს
დიდ დიღომში 12 წლის გოგონას მკვლელობის საქმე: ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
ადვოკატის განცხადებით, ბავშვს სხეულზე 39 დაზიანება აღენიშნება
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისში დაღუპული 12 წლის გოგონას სხეულზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაში 40 მდე დაზიანებაა აღწერილი, იუწყება TV პირველი.
ანა იანუშაიტე დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, სკვერში 17 მარტის ღამით გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკარგვის შესახებ, პოლიციამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დოკუმენტი ოჯახს და ადვოკატებს დღეს ჩაბარდათ, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ გოგონა ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ გაგუდეს.
„არასრულწლოვნის სიკვდილის მიზეზი არის მექანიკური ასფიქსია, რომელსაც წინ რიგი ძალადობრივი ქმედებები უძღვოდა“, - განაცხადა დაღუპული გოგონას ოჯახის ადვოკატმა ელისო რუხაძემ.
ადვოკატის ცნობით, ექსპერტიზაში ასახულია 39 სხვადასხვა სახის დაზიანება, რომლებიც მიყენებულია როგორც სხეულზე, ისევე სახის და ყელის მიდამოებში.
„არის როგორც წვრილი მრავლობითი დაზიანებები, ასევე საკმაოდ დიდი ზომის. სამხარაული ამბობს, რომ ისინი რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული, თუმცა არის როგორც ჭრილობები, ასევე სისხლნაჟღენთები და დაზიანებები. რამდენიმე საკმაოდ მოცულობითი ჭრილობაა ფეხზე“, - განაცხადა ადვოკატმა ელისო რუხაძემ.
ახლა ოჯახი კომპლექსურ სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვს, რათა პასუხი გაეცეს კითხვას, რა ვითარებაში მიიღო მოზარდმა მძიმე დაზიანებები.
„39 დაზიანება ჩვეულებრივად ადამიანს არ მიადგება, ბავშვს კლავდნენ, ამის გამო ახლა ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უფრო კომპლექსური ექსპერტიზა“, - განაცხადა ბავშვის დედამ ტელეკომპანიასთან საუბრისას.
ტელეკომპანიის ცნობით, სამხარაულის ბიუროს 12 წლის გოგონას საქმეზე ჯერ კიდევ ხუთი დასკვნა აქვს მოსამზადებელი , მათ შორის არის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა, რომელმაც უნდა თქვას, იძალადეს თუ არა მოზარდზე გარდაცვალებამდე სექსუალურად.
რაც შეეხება გამოძიებას, პოლიციას საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებია. გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია ჩანაწერები შემთხვევის ადგილთან ახლოს განთავსებული ვიდეოკამერებიდან. თუმცა უშუალოდ სკვერში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს და რომელიც არ ფუნქციონირებს, კამერები არ არის.