თბილისის მერია ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას განაგრძობს

© Tbilisi City Hallკალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა
კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3,5 ათასამდე ოჯახიდან, დღევანდელი მდგომარეობით, 2,5 ათასმა უკვე მიიღო საკუთრების უფლება საცხოვრებელ ფართზე.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც დაპირებული საცხოვრებელი ფართების გარეშე იმის გამო დარჩნენ, რომ 1990-იან წლებში სამშენებლო კოოპერატივებმა დაპირება ვერ ან არ შეასრულეს.
დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე გადაეცემათ. სახლის მშენებლობისთვის 9,1 ათასი კვადრატული მეტრია გამოყოფილი.
მერი დაზარალებულებს მშენებარე ობიექტთან შეხვდა და მათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი უკავშირდება საკითხს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მახსოვს 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ამ ადამიანებს, დაახლოებით 3.500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა", – განაცხდა კალაძემ.

ბევრ ადამიანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა ამის გამო. როდესაც მათ არ სჯეროდათ, რომ ოდესმე ეს პრობლემა მოგვარდებოდა, განაცხადა მერმა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ბედნიერია, რომ აქვს შესაძლებლობა, ამ ადამიანებს საცხოვრებელი ფართები გადასცეს.
„ჩვენ შევძელით ერთიანი ძალისხმევით მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული", – განაცხადა კალაძემ.
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3,5 ათასამდე ოჯახიდან, დღევანდელი მდგომარეობით, 2,5 ათასმა უკვე მიიღო საკუთრების უფლება საცხოვრებელ ფართზე. სამშენებლო სამუშაოები სხვადასხვა ეტაპზეა.
ყველა ახალი ამბავი
0