https://sputnik-georgia.com/20230428/robotma-icsia-m-eqstrakorporaluri-ganayofierebis-procedura-caatara-277142594.html
პირველად ისტორიაში: დაიბადა რობოტის მეშვეობით ჩასახული ორი გოგონა
პირველად ისტორიაში: დაიბადა რობოტის მეშვეობით ჩასახული ორი გოგონა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 აპრილი − Sputnik. აშშ-ში დაიბადა პირველი ორი გოგონა, რომლებიც ესპანური Overture Life-ს სპეციალისტების მიერ შექმნილი რობოტი ICSIA-ს წყალობით... 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T13:18+0400
2023-04-28T13:18+0400
2023-04-28T20:04+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
აშშ
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 28 აპრილი − Sputnik. აშშ-ში დაიბადა პირველი ორი გოგონა, რომლებიც ესპანური Overture Life-ს სპეციალისტების მიერ შექმნილი რობოტი ICSIA-ს წყალობით მოევლინნენ ქვეყანას, იუწყება „ნიუ-იორკ პოსტი“. გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების რობოტიზებული პროცედურა გასული წლის გაზაფხულზე ჩატარდა ნიუ-იორკში, რა დროსაც დონორულ კვერცხუჯრედში სპერმა რობოტმა ICSIA-მ შეიყვანა ინექციის გზით, შემდეგ კი ორ პაციენტს ჩაენერგათ საშვილოსნოებში.ტექნოლოგია იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რომ რობოტის მეშვეობით განაყოფიერების პროცედურის ჩატარება სამედიცინო განათლების არმქონე ინჟინერ-მექანიკოსმა შეძლო. რობოტის სამართავად, რომელმაც კვერცხუჯრედი ნემსით გახვრიტა და შიგ სპერმა შეიყვანა, ინჟინერმა Sony PlayStation-ის ჩვეულებრივი ჯოისტიკი გამოიყენა.როგორც რობოტის ესპანელი შემქმნელები აცხადებენ, მათი ტექნოლოგია ხელოვნური განაყოფიერების პროცესს უსაფრთხოს, მარტივს, ზუსტსა და იაფს გახდის. მათი თქმით, რობოტი ICSIA — პირველი ნაბიჯია ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ავტომატიზაციისა და გაიაფების გზაზე. შემდგომი ნაბიჯი იქნება „პატარა სამაგიდო კოლოფი — ბიოჩიპი“, რომელიც მთელ ლაბორატორიას ჩაანაცვლებს და რომლის დახმარებითაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება პირდაპირ გინეკოლოგის კაბინეტში გახდება შესაძლებელი.
აშშ
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, აშშ , ესპანეთი
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, აშშ , ესპანეთი
თბილისი, 28 აპრილი − Sputnik. აშშ-ში დაიბადა პირველი ორი გოგონა, რომლებიც ესპანური Overture Life-ს სპეციალისტების მიერ შექმნილი რობოტი ICSIA-ს წყალობით მოევლინნენ ქვეყანას, იუწყება „ნიუ-იორკ პოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების რობოტიზებული პროცედურა გასული წლის გაზაფხულზე
ჩატარდა ნიუ-იორკში, რა დროსაც დონორულ კვერცხუჯრედში სპერმა რობოტმა ICSIA-მ შეიყვანა ინექციის გზით, შემდეგ კი ორ პაციენტს ჩაენერგათ საშვილოსნოებში.
ტექნოლოგია იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რომ რობოტის მეშვეობით განაყოფიერების პროცედურის ჩატარება სამედიცინო განათლების არმქონე ინჟინერ-მექანიკოსმა შეძლო. რობოტის სამართავად, რომელმაც კვერცხუჯრედი ნემსით გახვრიტა და შიგ სპერმა შეიყვანა, ინჟინერმა Sony PlayStation-ის ჩვეულებრივი ჯოისტიკი გამოიყენა.
როგორც რობოტის ესპანელი შემქმნელები აცხადებენ, მათი ტექნოლოგია ხელოვნური განაყოფიერების პროცესს უსაფრთხოს, მარტივს, ზუსტსა და იაფს გახდის.
მათი თქმით, რობოტი ICSIA — პირველი ნაბიჯია ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ავტომატიზაციისა და გაიაფების გზაზე. შემდგომი ნაბიჯი იქნება „პატარა სამაგიდო კოლოფი — ბიოჩიპი“, რომელიც მთელ ლაბორატორიას ჩაანაცვლებს და რომლის დახმარებითაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება პირდაპირ გინეკოლოგის კაბინეტში გახდება შესაძლებელი.