ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

© Roads Department of Georgiaვაზიანი-გომბორი-თელავის გზის სარემონტო სამუშაოები
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2024 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 33,6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გომბორის გზა ტრანსპორტის მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რომლითაც სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქვეყანაში შემოსული ტურისტები.
© Roads Department of Georgiaვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რემონტი
Ремонт дороги Вазиани-Гомбори-Телави в Кахети - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რემონტი
როგორც უწყებაში განაცხადეს, გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაცია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66,7 მლნ ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
© Roads Department of Georgiaვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რემონტი
Ремонт дороги Вазиани-Гомбори-Телави в Кахети - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რემონტი
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა.
გარდა ამისა, იგეგმება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ტროტუარების, მიერთებებისა და ადგილობრივი შესასვლელების გარემონტება, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსების გაჩერებებისა და ავტოპავილიონის კეთილმოწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0