https://sputnik-georgia.com/20230428/interi-saqartveloshi-sapexburto-akademiis-gaxsnas-gegmavs-277163187.html
მილანის „ინტერი“ საქართველოში მეორე საფეხბურთო აკადემიის გახსნას გეგმავს
მილანის „ინტერი“ საქართველოში მეორე საფეხბურთო აკადემიის გახსნას გეგმავს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აკადემიის გახსნას კიდევ ერთი იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ გეგმავს. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T21:42+0400
2023-04-28T21:42+0400
2023-04-28T22:55+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/19/277046067_0:246:3204:2048_1920x0_80_0_0_e5e6cb67ea669fa215ec4e3704456ea6.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მილანის „ინტერის" ხელმძღვანელობა საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს, ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.„ინტერის“ საფეხბურთო აკადემია თბილისში უკვე ორი წელია ფუნქციონირებს. ახალქალაქის აკადემია ახალი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება, რომელსაც საქართველოს სპორტის სამინისტრო კერძო ინვესტორების მხარდაჭერით აშენებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წელს იგეგმება.ახალი კომპლექსი მოიცავს ფეხბურთის და კალათბურთის სპორტულ მოედნებს, ორ სასტუმროს. ადგილზე უკვე დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჩოგბურთის ოთხი კორტის მოწყობა.სექტემბერში დევისის თასის ფარგლებში ქართველი ჩოგბურთელები ახალქალაქში ტუნისის ნაკრებს უმასპინძლებენ.რამდენიმე დღის წინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აკადემიის გახსნას კიდევ ერთი იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ გეგმავს. ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი კლუბში 22 წლის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ გაჩნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/19/277046067_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_4a694c1bd3492ef0b6f23f1dc65ee5a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მილანის „ინტერი“ საქართველოში მეორე საფეხბურთო აკადემიის გახსნას გეგმავს
21:42 28.04.2023 (განახლებულია: 22:55 28.04.2023) გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აკადემიის გახსნას კიდევ ერთი იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ გეგმავს.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მილანის „ინტერის" ხელმძღვანელობა საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს, ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
„ინტერის“ საფეხბურთო აკადემია თბილისში უკვე ორი წელია ფუნქციონირებს. ახალქალაქის აკადემია ახალი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება, რომელსაც საქართველოს სპორტის სამინისტრო კერძო ინვესტორების მხარდაჭერით აშენებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წელს იგეგმება.
„ძალიან კარგი იქნება, თუ რეგიონშიც გავხსნით აკადემიას. მე შევისწავლე ტერიტორია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, დადებითი შედეგი ექნება", – განაცხადა „ინტერის“ აკადემიის ტექნიკურმა დირექტორმა მარკო მონტიმ.
ახალი კომპლექსი მოიცავს ფეხბურთის და კალათბურთის სპორტულ მოედნებს, ორ სასტუმროს. ადგილზე უკვე დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჩოგბურთის ოთხი კორტის მოწყობა.
სექტემბერში დევისის თასის ფარგლებში ქართველი ჩოგბურთელები ახალქალაქში ტუნისის ნაკრებს უმასპინძლებენ.
რამდენიმე დღის წინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აკადემიის გახსნას კიდევ ერთი იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ გეგმავს. ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი კლუბში 22 წლის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ გაჩნდა.