მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯო ბაიდენის რეიტინგი: Gallup-მა ახალი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
თბილისი, 28 აპრილი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი ამ დროისათვის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდეა დაცემული მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, ნათქვამია საზოგადოებრივი აზრს კვლევის ცენტრ Gallup-ის ინფორმაციაში.
ცენტრმა აშშ-ის მოსახლეობის გამოკითხვა 3 აპრილს დაიწყო და 25 აპრილს დაასრულა — იმ დღეს, როდესაც ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ცნობით, ბაიდენის საქმიანობას ამ დროისათვის აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 37% იწონებს, რაც ყველაზე დაბალი ნიშნულია ბოლო 19 თვეში.
გარდა ამისა, როგორც Gallup აღნიშნავს, ეს აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტობის მეცხრე კვარტლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, და მხოლოდ რონალდ რეიგანის შესაბამის მაჩვენებელს ჩამორჩება, რომლის რეიტინგიც საგრძნობლად დაეცა 1983 წელს ქვეყანაში მზარდი უმუშევრობის გამო.
Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენის საქმიანობას ამ დროისათვის იწონებს:
დემოკრატების 81%;
უპარტიოების 31%;
რესპუბლიკელების 4%.
ამასთან ერთად აღინიშნება, რომ ბოლო თვეებში უპარტიო ამერიკელთა ჯგუფში ბაიდენის მოწონების მაჩვენებელმა საგრძნობლად, 9%-ით დაიწია — თებერვალში ის 40%-ს აღწევდა. ბაიდენის მეორე ვადით გაპრეზიდენტება კი ბევრად იქნება დამოკიდებული მის უნარზე, მიიღოს ამ დამოუკიდებელი ელექტორატის ხმები.
წყარო: Gallup
ყველა ახალი ამბავი
0