როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Stringerშავი ზღვა
შავი ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
ძლიერმა ნალექმა შეიძლება მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთებში მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში 29-30 აპრილს ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი, სეტყვა, ქარი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0