https://sputnik-georgia.com/20230427/xuan-karlos-pirvels-ukanono-qalisvili-upoves-277122521.html
ესპანეთის მეფეს „უკანონო“ ქალიშვილი აღმოუჩინეს
ესპანეთის მეფეს „უკანონო“ ქალიშვილი აღმოუჩინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 აპრილი − Sputnik. ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც ესპანეთის სამეფო ოჯახმა საზოგადოებას დაუმალა, ისაა, რომ ყოფილ მეფე ხუან კარლოს I-ს უკანონო... 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T18:16+0400
2023-04-27T18:16+0400
2023-07-20T15:51+0400
ესპანეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1b/277122324_0:299:3000:1987_1920x0_80_0_0_be915d1c07ef2ad6e17c2f2dd603a3a7.jpg
თბილისი, 27 აპრილი − Sputnik. ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც ესპანეთის სამეფო ოჯახმა საზოგადოებას დაუმალა, ისაა, რომ ყოფილ მეფე ხუან კარლოს I-ს უკანონო ქალიშვილი ჰყავს, რომელიც მასზე ასაკით უფროსი არისტოკრატი ქალისგან შეეძინა. წერს გამოცემა El Confidencial.გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა, სახელად ალეხანდრა, 70 წლების ბოლოს დაიბადა, ანუ ინფანტა ელენაზე, ინფანტა კრისტინასა და ტახტის მემკვიდრე ფილიპზე გვიან.როგორც ირკვევა, ალეხანდრა გათხოვილია, ჰყავს ვაჟი და არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია მემკვიდრეობის უფლებაზე. უფრო მეტიც, გაზეთის ცნობით, ქალმა დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა. ხოლო როცა მისი ვინაობა შეიტყო, გადაწყვიტა არაფერი შეემჩნია და ძველებურად ცხოვრება განეგრძო.თუმცა მოგვიანებით ალეხანდრა მაინც დაეკონტაქტა ხუან კარლოს I-ს, რომელსაც ქალიშვილთან შეხვედრა და ურთიერთობა ყოველთვის სურდა, მაგრამ მიზეზთა გამო თავს იკავებდა.პუბლიკაციის თანახმად, სანამ ესპანეთის მომავალი მეფე ფილიპ VI ახალგაზრდა იყო, ხუან კარლოსს მისი და ალეხანდრას შეხვედრისა ეშინოდა. მეფე არ გამორიცხავდა, რომ ტახტის მემკვიდრეს, რომელმაც არაფერი იცოდა, საკუთარი და შეჰყვარებოდა. ამიტომაც გაანდო მონარქმა რამდენიმე დაახლოებულ პირს „უკანონო შვილის“ არსებობა.დროთა განმავლობაში საიდუმლო სულ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყო და, როგორც El Cinfidencial წერს, ერთადერთი, ვინც არ იცოდა, რომ მეფე ხუან კარლოსს 40-ზე მეტი წლის წინ „უკანონო“ ქალიშვილი შეეძინა — ესპანელი ხალხი იყო.ხუან კარლოს I ტახტიდან 2014 წელს გადადგა შვილის, ფილიპის სასარგებლოდ, თუმცა მეფის ტიტული შეინარჩუნა. 2020 წელს ფილიპ VI-მ, კორუფციული სკანდალის გამო, მამას სამეფო სახლის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა შეუწყვიტა. იმავე წლის აგვისტოში ხუან კარლოსი ესპანეთიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა და დღემდე იქ რჩება.წყარო: El Confidencial
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1b/277122324_265:0:2914:1987_1920x0_80_0_0_29f22b7187f26d2fa471700439566b0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესპანეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ესპანეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 აპრილი − Sputnik. ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც ესპანეთის სამეფო ოჯახმა საზოგადოებას დაუმალა, ისაა, რომ ყოფილ მეფე ხუან კარლოს I-ს უკანონო ქალიშვილი ჰყავს, რომელიც მასზე ასაკით უფროსი არისტოკრატი ქალისგან შეეძინა. წერს გამოცემა El Confidencial.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა, სახელად ალეხანდრა, 70 წლების ბოლოს დაიბადა, ანუ ინფანტა ელენაზე, ინფანტა კრისტინასა და ტახტის მემკვიდრე ფილიპზე გვიან.
როგორც ირკვევა, ალეხანდრა გათხოვილია, ჰყავს ვაჟი და არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია მემკვიდრეობის უფლებაზე. უფრო მეტიც, გაზეთის ცნობით, ქალმა დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა. ხოლო როცა მისი ვინაობა შეიტყო, გადაწყვიტა არაფერი შეემჩნია და ძველებურად ცხოვრება განეგრძო.
თუმცა მოგვიანებით ალეხანდრა მაინც დაეკონტაქტა ხუან კარლოს I-ს, რომელსაც ქალიშვილთან შეხვედრა და ურთიერთობა ყოველთვის სურდა, მაგრამ მიზეზთა გამო თავს იკავებდა.
პუბლიკაციის თანახმად, სანამ ესპანეთის მომავალი მეფე ფილიპ VI ახალგაზრდა იყო, ხუან კარლოსს მისი და ალეხანდრას შეხვედრისა ეშინოდა. მეფე არ გამორიცხავდა, რომ ტახტის მემკვიდრეს, რომელმაც არაფერი იცოდა, საკუთარი და შეჰყვარებოდა. ამიტომაც გაანდო მონარქმა რამდენიმე დაახლოებულ პირს „უკანონო შვილის“ არსებობა.
დროთა განმავლობაში საიდუმლო სულ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყო და, როგორც El Cinfidencial წერს, ერთადერთი, ვინც არ იცოდა, რომ მეფე ხუან კარლოსს 40-ზე მეტი წლის წინ „უკანონო“ ქალიშვილი შეეძინა — ესპანელი ხალხი იყო.
ხუან კარლოს I ტახტიდან 2014 წელს გადადგა შვილის, ფილიპის სასარგებლოდ, თუმცა მეფის ტიტული შეინარჩუნა. 2020 წელს ფილიპ VI-მ, კორუფციული სკანდალის გამო, მამას სამეფო სახლის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა შეუწყვიტა. იმავე წლის აგვისტოში ხუან კარლოსი ესპანეთიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა და დღემდე იქ რჩება.