https://sputnik-georgia.com/20230427/saqstati-saqartvelos-mosaxleobis-raodenoba-2022-wels-gaizarda-277119424.html
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2022 წელს გაიზარდა - „საქსტატი"
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2022 წელს გაიზარდა - „საქსტატი"
Sputnik საქართველო
მოსახლეობის თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს. 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T17:59+0400
2023-04-27T17:59+0400
2023-04-27T21:41+0400
საქსტატი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266992315_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_06c633cd64ff40a2cb759246977bf1a3.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 2023 წლის 1 იანვრისთვის 3.736,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა" გაავრცელა. უწყების მონაცემებით, 2021 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის უარყოფითი მონაცემი (–6.799) და ასევე უარყოფითი მიგრაციული სალდო (–54.509). 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60,4% ქალაქებში ცხოვრობს. გარდა ამისა, თბილისის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის ასაკის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 20,7%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი მოსახლეობის (15-64 წელი) – 63,8%-ს, ხოლო 65 წლისა და მის ზემოთ მოსახლეობის – 15,6%-ს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ცხოვრობს 1.793,8 ათასი მამაკაცი და 1.942,5 ათასი ქალი. ამგვარად, მამაკაცია მოსახლეობის 48%, ხოლო ქალი – 52%. სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს: ახალი მონაცემები>>სქესთა თანაფარდობა შეადგენს 92-ს, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე მოდის 92 მამაკაცი. უნდა აღინიშნოს, რომ 35 წლამდე მამაკაცების რაოდენობა აღემატება ქალების რაოდენობას, ხოლო 35 წელს ზემოთ საპირისპირო სურათი შეინიშნება, რაც მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს უკავშირდება. წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2022 წელს 2,3 ერთეულით გაიზარდა და 73,7 წელი შეადგინა. მამაკაცები საშუალოდ 69,4 წელს ცოცხლობენ, ქალები – 78,1 წელს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266992315_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_263c0d8ebbe27c25ea703432f400bd9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქსტატი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქსტატი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2022 წელს გაიზარდა - „საქსტატი"
17:59 27.04.2023 (განახლებულია: 21:41 27.04.2023) მოსახლეობის თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 2023 წლის 1 იანვრისთვის 3.736,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა" გაავრცელა.
უწყების მონაცემებით, 2021 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის უარყოფითი მონაცემი (–6.799) და ასევე უარყოფითი მიგრაციული სალდო (–54.509).
2023 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60,4% ქალაქებში ცხოვრობს. გარდა ამისა, თბილისის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის ასაკის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 20,7%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი მოსახლეობის (15-64 წელი) – 63,8%-ს, ხოლო 65 წლისა და მის ზემოთ მოსახლეობის – 15,6%-ს.
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ცხოვრობს 1.793,8 ათასი მამაკაცი და 1.942,5 ათასი ქალი. ამგვარად, მამაკაცია მოსახლეობის 48%, ხოლო ქალი – 52%.
სქესთა თანაფარდობა შეადგენს 92-ს, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე მოდის 92 მამაკაცი.
უნდა აღინიშნოს, რომ 35 წლამდე მამაკაცების რაოდენობა აღემატება ქალების რაოდენობას, ხოლო 35 წელს ზემოთ საპირისპირო სურათი შეინიშნება, რაც მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს უკავშირდება.
წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2022 წელს 2,3 ერთეულით გაიზარდა და 73,7 წელი შეადგინა. მამაკაცები საშუალოდ 69,4 წელს ცოცხლობენ, ქალები – 78,1 წელს.
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია.