https://sputnik-georgia.com/20230427/saqartvelosi-dolaris-kursi-2-5-dones-bolo-5-weliwadsi-pirvelad-camocda-277132339.html
საქართველოში დოლარის კურსი 2,5 GEL/$1 დონეს ბოლო 5 წელიწადში პირველად ჩამოცდა
საქართველოში დოლარის კურსი 2,5 GEL/$1 დონეს ბოლო 5 წელიწადში პირველად ჩამოცდა
Sputnik საქართველო
მომდევნო 12 თვის პერიოდში, ლარის შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T22:58+0400
2023-04-27T22:58+0400
2023-04-27T22:58+0400
ლარის კურსი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/66/234066642_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_6be5cf891f3de09508c21d269a3dd06f.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 28 აპრილისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4991 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.ბოლოჯერ დოლარის კურსი 2,5 GEL/$1 დონეს 2018 წლის 10 აგვისტოს ჩამოცდა. 2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი 7,4%-ით გამყარდა.რამდენად ხანგრძლივად გამყარდა ლარი - ანალიტიკოსების თვალსაზრისილარის ბოლოდროინდელი გამყარება აჩენს კითხვებს მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში „ლარის კურსის გავლენა სავაჭრო ბალანსსა და ეკონომიკის ზრდაზე“.მოდელი შექმნილია ისე, რომ გამოავლინოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურსის სავაჭრო და ფინანსური ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე. გაანგარიშებები მოიცავს რეალურ მშპ-ს, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ისეთ საკონტროლო ცვლადებს, როგორიცაა სასაქონლო ფასები და საგარეო მოთხოვნა.„შედეგების მიხედვით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იწვევს რეალური მშპ-ის ზრდას ძირითადად ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო, მაშინ როცა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მატერიალური ზეგავლენა არ იკვეთება“, - ნათქვამია ანალიტიკოსების ანგარიშში.ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საუბარია საერთო მაკროეკონომიკურ შეფასებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დარგსა თუ ბიზნესში ანალოგიური შედეგები იკვეთება.TBC Capital-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევა მომსახურების სფეროს კუთხით, უპირველესად ტურიზმის სექტორის მხრივ. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორების ცალკე აღებული ვალუტების მიმართ ზეგავლენის შეფასება და შემოსავლის ეფექტის მხრივ ლარის ევროსთან კურსის განხილვა.„თუმცა, უკვე არსებული შედეგები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვალიდური ჩანს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც არ იკვეთება იმის მტკიცებულება, რომ თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით გამყარებული ლარი, სამომავლოდ წმინდა სავალუტო შემოდინებებს შეამცირებს“, - ნათქვამია ანგარიშში.ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს ლარის სამომავლო გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია.ამასთან ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ სხვა ავტორების შეფასებები ლარის გრძელვადიანი ტენდენციის გაანგარიშებასა და ასევე ლარის კურსის სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით შესაძლოა განსხვავებული იყოს.TBC Capital ინარჩუნებს მოლოდინს, რომ ინფლაციის პროგნოზი ლარის კურსისათვის ნეიტრალური ან უფრო ნეგატიურია.ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.წყარო - TBC Capital-ის ყოველკვირეულ მიმოხილვა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/66/234066642_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_e285027f4624c1690e56c54e17ff86d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოში დოლარის კურსი 2,5 GEL/$1 დონეს ბოლო 5 წელიწადში პირველად ჩამოცდა
მომდევნო 12 თვის პერიოდში, ლარის შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 28 აპრილისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4991 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
ბოლოჯერ დოლარის კურსი 2,5 GEL/$1 დონეს 2018 წლის 10 აგვისტოს ჩამოცდა. 2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი 7,4%-ით გამყარდა.
რამდენად ხანგრძლივად გამყარდა ლარი - ანალიტიკოსების თვალსაზრისი
ლარის ბოლოდროინდელი გამყარება აჩენს კითხვებს მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში „ლარის კურსის გავლენა სავაჭრო ბალანსსა და ეკონომიკის ზრდაზე“.
„ჩვენი ადრინდელი შეფასების მიხედვით, ჩანს მხოლოდ სუსტი (თუკი საერთოდ) მტკიცებულება იმისა, რომ გაუფასურებული ლარი ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების ეფექტის წყალობით, შესაძლოა ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოდელი შექმნილია ისე, რომ გამოავლინოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურსის სავაჭრო და ფინანსური ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე. გაანგარიშებები მოიცავს რეალურ მშპ-ს, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ისეთ საკონტროლო ცვლადებს, როგორიცაა სასაქონლო ფასები და საგარეო მოთხოვნა.
„შედეგების მიხედვით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იწვევს რეალური მშპ-ის ზრდას ძირითადად ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო, მაშინ როცა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მატერიალური ზეგავლენა არ იკვეთება“, - ნათქვამია ანალიტიკოსების ანგარიშში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საუბარია საერთო მაკროეკონომიკურ შეფასებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დარგსა თუ ბიზნესში ანალოგიური შედეგები იკვეთება.
TBC Capital-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევა მომსახურების სფეროს კუთხით, უპირველესად ტურიზმის სექტორის მხრივ. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორების ცალკე აღებული ვალუტების მიმართ ზეგავლენის შეფასება და შემოსავლის ეფექტის მხრივ ლარის ევროსთან კურსის განხილვა.
„თუმცა, უკვე არსებული შედეგები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვალიდური ჩანს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც არ იკვეთება იმის მტკიცებულება, რომ თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით გამყარებული ლარი, სამომავლოდ წმინდა სავალუტო შემოდინებებს შეამცირებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს ლარის სამომავლო გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია.
ამასთან ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ სხვა ავტორების შეფასებები ლარის გრძელვადიანი ტენდენციის გაანგარიშებასა და ასევე ლარის კურსის სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით შესაძლოა განსხვავებული იყოს.
TBC Capital ინარჩუნებს მოლოდინს, რომ ინფლაციის პროგნოზი ლარის კურსისათვის ნეიტრალური ან უფრო ნეგატიურია.
„ამდენად, ვფიქრობთ, რომ მომდევნო დაახლოებით 12 თვის პერიოდში, ლარის მართალია შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია“, - აღნიშნეს ანალიტიკოსებმა.
ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.