https://sputnik-georgia.com/20230427/romel-avtobusis-zolze-imozravebs-taqsi-chamonatvali-277118926.html
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც A კატეგორიის ტაქსები ავტობუსის ზოლში იმოძრავებენ
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც A კატეგორიის ტაქსები ავტობუსის ზოლში იმოძრავებენ
Sputnik საქართველო
იმისათვის, რომ მგზავრებმა მარტივად ამოიცნონ ასეთი ტაქსები, საქარე მინის მარჯვენა კუთხეში სპეციალური სტიკერი იქნება დამაგრებული. 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T16:19+0400
2023-04-27T16:19+0400
2023-04-27T20:17+0400
საქართველო
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251316889_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c3f36c34c47e86964cd5d35d1117f1b1.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. A კატეგორიის ტაქსის მანქანები, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, 2023 წლის 1 ივნისიდან ავტობუსის ზოლში გადაადგილებას შეძლებენ, ისინი დედაქალაქის 19 ქუჩასა და გამზირზე შეძლებენ მოძრაობას, განაცხადეს თბილისის მერიაში.ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში 2023 წლის 1 აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ, თუმცა მათ ეკრძალებათ ავტობუსის ზოლში მოძრაობა. 1 ივნისიდან კი 10 წლამდე მანქანებს ამის უფლება მიეცემა.ტაქსის მძღოლები ავტობუსების ზოლით სარგებლობას შეძლებენ შემდეგ მისამართებზე:A კატეგორიის ტაქსები დაიშვებიან მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. შესაბამისად, მძღოლებს ეკრძალებათ ავტობუსის ზოლში მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე:A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანების რაოდენობა, რომელთა ასაკიც 10 წელს არ აღემატება, 3,5 ათასს აჭარბებს. იმისათვის, რომ მგზავრებმა მარტივად ამოიცნონ ასეთი ტაქსები, საქარე მინის მარჯვენა კუთხეში სპეციალური ე.წ. სტიკერი იქნება დამაგრებული, რომელთა გაცემაც მუნიციპალურ სერვის-ცენტრებში მაისიდან დაიწყება.ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251316889_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0a3a1c98fd8a1b06fd75652119cd5195.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც A კატეგორიის ტაქსები ავტობუსის ზოლში იმოძრავებენ
16:19 27.04.2023 (განახლებულია: 20:17 27.04.2023) იმისათვის, რომ მგზავრებმა მარტივად ამოიცნონ ასეთი ტაქსები, საქარე მინის მარჯვენა კუთხეში სპეციალური სტიკერი იქნება დამაგრებული.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. A კატეგორიის ტაქსის მანქანები, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, 2023 წლის 1 ივნისიდან ავტობუსის ზოლში გადაადგილებას შეძლებენ, ისინი დედაქალაქის 19 ქუჩასა და გამზირზე შეძლებენ მოძრაობას, განაცხადეს თბილისის მერიაში.
ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში 2023 წლის 1 აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ, თუმცა მათ ეკრძალებათ ავტობუსის ზოლში მოძრაობა. 1 ივნისიდან კი 10 წლამდე მანქანებს ამის უფლება მიეცემა.
ტაქსის მძღოლები ავტობუსების ზოლით სარგებლობას შეძლებენ შემდეგ მისამართებზე:
ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი
ქეთევან წამებულის გამზირი
გრიგოლ ორბელიანის მოედანი
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი
A კატეგორიის ტაქსები დაიშვებიან მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. შესაბამისად, მძღოლებს ეკრძალებათ ავტობუსის ზოლში მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე:
პეტრე მელიქიშვილის გამზირი
მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი
A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანების რაოდენობა, რომელთა ასაკიც 10 წელს არ აღემატება, 3,5 ათასს აჭარბებს. იმისათვის, რომ მგზავრებმა მარტივად ამოიცნონ ასეთი ტაქსები, საქარე მინის მარჯვენა კუთხეში სპეციალური ე.წ. სტიკერი იქნება დამაგრებული, რომელთა გაცემაც მუნიციპალურ სერვის-ცენტრებში მაისიდან დაიწყება.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.