ქართული ლიტერატურა ბუენოს-აირესში წიგნის ბაზრობაზეა წარდგენილი

© courtesy of Writers' House of Georgiaქართული ლიტერატურა ბუენოს-აირესის გამოფენაზე
ქართული ლიტერატურა ბუენოს-აირესის გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
არგენტინელი წიგნის მოყვარულები გაეცნობიან ქართველი ავტორების უახლეს თარგმანებს ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ქართული ლიტერატურა პირველად იქნება წარმოდგენილი ბუენოს-აირესში 47-ე წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 27 აპრილიდან 15 მაისამდე გაიმართება.
ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობა 45 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის ბაზრობაა ესპანურენოვან სამყაროში. ბაზრობა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდება, მილიონზე მეტ მკითხველს და 12000-ზე მეტ საგამომცემლო სექტორის პროფესიონალს მასპინძლობს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობით ბუენოს-აირესში კოლექტიურ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს სტენდი სლოგანით „ევროპული ამბები“.
„ევროპული ამბების“ თაროებზე განთავსებულია ქართველი ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე, რომლებიც მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა.
© Courtesy of Writers' House of Georgiaქართული ლიტერატურა ბუენოს-აირესის გამოფენაზე
Грузинская литература на книжной ярмарке в Буэнос-Айресе - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
ქართული ლიტერატურა ბუენოს-აირესის გამოფენაზე
ბუენოს-აირესის წიგნის ბაზრობაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურის თარგმანებს, ასევე კატალოგებს ქართველი მწერლების შესახებ.
ქართული დელეგაცია ბუენოს-აირესში პანელურ დისკუსიებშიც მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება საქმიანი შეხვედრები კულტურის სფეროს არგენტინელ წარმომადგენლებთან და გამომცემლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდას ესპანურენოვან სამყაროში.
ყველა ახალი ამბავი
0