პოლონეთმა რუსეთის საელჩოს ანგარიშებიდან მთელი ფული ჩამოაჭრა

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საელჩო ვარშავაში
რუსეთის საელჩო ვარშავაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
თბილისი, 27 აპრილი − Sputnik. პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობას ანგარიშებიდან კუთვნილი თანხები ჩამოჭრა და საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხა, აცხადებს პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი.

„პროკურატურისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ბანკ Santander-ში საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლების ანგარიშებზე არსებული თანხები პროკურატურის ანგარიშებზე გადაირიცხა. ამის შემდეგ Santander-მა გვაცნობა, რომ თანამშრომლობა შეწყვიტა და ანგარიშები დახურა“, — ამბობს რუსი დიპლომატი.

მისი თქმით, საუბარია დიდ თანხებზე როგორც პოლონურ ზლოტებში, ისე აშშ დოლარებში.
ანდრეევის შეფასებით, პოლონურმა მხარემ ამ ნაბიჯით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია უხეშად დაარღვია.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოსკოვი აუცილებლად გასცემს პასუხს ვარშავის ამ გადაწყვეტილებას.
მანამდე პოლონეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშები 2022 წლის მარტში დააყადაღეს, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება ეჭვობდა, რომ დიპლომატიური მისიის ანგარიშებზე არსებული თანხები შეიძლებოდა ტერორიზმის დასაფინანსებლად ან უკანონოდ მიღებული სახსრების გასათეთრებლად გამოეყენებინათ. ამის პასუხად რუსეთმა ასევე გაყინა მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ანგარიშები.
როგორც პოლონურ გამოცემა Rzeczpospolita წერდა მაშინ, პოლონეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშებზე დაახლოებით 5 მლნ ზლოტი (1,1 მლნ აშშ დოლარი) დაიბლოკა.
პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში. ის მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს კიევს როგორც ნატოს ფარგლებში, ისე დამოუკიდებლად. ქვეყანამ რამდენიმე მილიონი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან – მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ.
ყველა ახალი ამბავი
0