მიმოხილვა: საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot და F-16 უკრაინაში

© photo : U.S. Army
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot უკრაინაში საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, ვინაიდან არაეფექტურია ავიაციისა და სარაკეტო იარაღის წინააღმდეგ ბრძოლაში. Patriot-მა ვერც საუდის არაბეთის ობიექტები დაიცვა კომბინირებული საჰაერო დარტყმებისგან.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობისა და ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაურმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ 26 აპრილს კონგრესში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ კიევმა მიიღო დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%, მათ შორის, Patriot:
„ჩვენ უკვე გადავეცით კიევს კონტრშეტევისთვის აუცილებელი შეიარაღება და გავაგრძელებთ მიწოდებას, რათა ხელი შევუწყოთ მიმდინარე ოპერაციებს“.
პენტაგონის წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ უკრაინაში გაგზავნილ იარაღს ოდესაში.
ვაშინგტონი და ბერლინი კიევს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ისთვის ბატარეების გადაცემას დაპირდა. თითოეულის ფასი 1 მლრდ დოლარია და შეიცავს 4-8 გამშვებ დანადგარს ოთხი საზენიტო რაკეტით. სულ ბატარეაში - 16-დან 32-მდე რაკეტაა.
ადრე გამოცემა Politico-მ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებდნენ Patriot MIM-104 მოდიფიკაციას, რომელიც ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად არის გამიზნული. რასაკვირველია, კიევის ცას ორი და სამი კომპლექსი ვერ ჩაკეტავს. რუსეთის ჯარი სპეცოპერაციის ზონაში არ იყენებს ბალისტიკურ რაკეტებს, ჰიპერბგერითი „ისკანდერები“ კვაზიბალისტიკური ტრაექტორიით დაფრინავენ.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა Patriot-მა ექსპლუატაციის 40 წლის განმავლობაში ვერ ჩამოაგდო მოწინააღმდეგის ვერცერთი თვითმფრინავი. საშუალო მანძილზე მოქმედმა, სავარაუდოდ, ირანული ან იემენის წარმოების, რაკეტებმა გადალახეს 1000 კმ და Patriot-ის განთავსების ექვსი მჭიდრო რაიონი ისე, რომ THAAD სისტემამ ისინი მხოლოდ ერ-რიადის თავზე აღმოაჩინეს. რაკეტსაწინააღმდეგო Terminal High Altitude Area Defense (THAAD), რომლის მოქმედების მანძილი 200 კმ-ია, რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-500-ის ამერიკულ ანალოგად მიიჩნევა.

Patriot – „პატრიორი“ არ არის, ცუდად ხედავს, სუსტად ისვრის

ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot 1983 წელს შეიქმნა დიდი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების, ადმინისტრაციული-სამრეწველო ცენტრების დასაცავად საჰაერო თავდასხმის ყველა საშუალებისგან. სარეკლამო რგოლებში Patriot-ს შეუძლია ერთდროულად 100-ზე მეტი საჰაერო სამიზნის აღმოჩენა და ამოცნობა, სამიზნეების შეტევა სამი რაკეტით 100 კმ-მდე მანძილზე და 60 მეტრიდან 24 კილომეტრამდე სიმაღლეზე, 90 გრადუსის სექტორში. და მაინც ვაშინგტონის ცას „არაპატრიოტულად“ იცავენ „ნორვეგიული ხასიათის“ NASAMS-ები.
თანამედროვე სამხედრო კონფლიქტებში Patriot აგებს. მას შეუძლია სამიზნეების აღმოჩენა ვიწრო სექტორში, მხოლოდ ჰორიზონტზე და ვერ ხედავს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ სამიზნეებს - რაკეტებსა და უპილოტოებს 60 მ-მდე სიმაღლეზე. ჰიპერბგერით ობიექტებს ვერ ეწევა.
Patriot მოძველდა ტექნოლოგიურად, მოდერნიზაციის პოტენციალი ამოწურულია. ის საერთოდ არ არის „პატრიოტი“.
უკრაინის ცაში ამერიკული F-16-ის ნაკლებმოსალოდნელი გამოჩენა იმოქმედებს მხოლოდ აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საბაზრო ინტერესებზე. უკრაინაში ეს თვითმფრინავები ვერ იბრძოლებენ, რადგან მოითხოვენ განსაკუთრებულ სერვისს, სუფთა ასაფრენ ბილიკებს. გამოცემა Business Insider აღნიშნავს, რომ რუსეთი გაანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნებისმიერ აეროდრომს გამანადგურებლების ჩამოსვლამდე.
პენტაგონში ეს ესმით და მაინც თვალთმაქცურად ამტკიცებენ: „F-16 არ არის პრიორიტეტი უკრაინისთვის“, საჰაერო სივრცის გაკონტროლება „ეფექტურად შეიძლება სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0