https://sputnik-georgia.com/20230427/irakli-raribasvili-ungretsi-konservatorta-konferenciaze-wardgeba-277131330.html
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე წარდგება
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე წარდგება
Sputnik საქართველო
კონფერენცია არის იმ პოლიტიკური შეხედულებებისა და ღირებულებების ფართო პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, განაცხადა უნგრეთის ელჩმა საქართველოში. 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T22:29+0400
2023-04-27T22:29+0400
2023-04-27T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22805/95/228059590_0:160:3075:1890_1920x0_80_0_0_6e9cf7f837f0c3bed551a34193286c80.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. ორგანიზატორების ვებგვერდზე 52 გამომსვლელს შორის ირაკლი ღარიბაშვილია მოხსენიებული.საქართველოში უნგრეთის ელჩის, ანა მარია შიკოს განცხადებით, ღარიბაშვილმა კონფერენციაზე მიწვევა ორგანიზატორებისგან მიიღო.პრემიერის მომავალ გამოსვლას მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, პრემიერი ყოველთვის წარდგება იქ, სადაც არის „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები“.„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. ჩვენი ინტერესია ევროპა, ევროინტეგრაცია, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება, ჩვენი ინტერესია ჩვენი ღირებულებების, ქართველობის დაცვა, რომელიც დემოკრატიასთან შეთავსებადია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.წელს კონფერენცია გაიმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ“. კონფერენციაზე მოიწვიეს სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ამერიკელი კონგრესმენი ბარი მური.ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22805/95/228059590_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_f8ac77fb05264e1356c152064d71ab89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, უნგრეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, უნგრეთი
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე წარდგება
კონფერენცია არის იმ პოლიტიკური შეხედულებებისა და ღირებულებების ფართო პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, განაცხადა უნგრეთის ელჩმა საქართველოში.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. ორგანიზატორების ვებგვერდზე 52 გამომსვლელს შორის ირაკლი ღარიბაშვილია მოხსენიებული.
საქართველოში უნგრეთის ელჩის, ანა მარია შიკოს განცხადებით, ღარიბაშვილმა კონფერენციაზე მიწვევა ორგანიზატორებისგან მიიღო.
„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიწვევა ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა, რომელიც ეხება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ“, - განაცხადა ელჩმა.
პრემიერის მომავალ გამოსვლას მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, პრემიერი ყოველთვის წარდგება იქ, სადაც არის „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. ჩვენი ინტერესია ევროპა, ევროინტეგრაცია, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება, ჩვენი ინტერესია ჩვენი ღირებულებების, ქართველობის დაცვა, რომელიც დემოკრატიასთან შეთავსებადია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
წელს კონფერენცია გაიმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ“. კონფერენციაზე მოიწვიეს სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ამერიკელი კონგრესმენი ბარი მური.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“.