https://sputnik-georgia.com/20230427/armocenilia-axali-saxeobis-meduzebi-277119981.html
აქვს 24 თვალი და კუბისებრი სხეული: აღმოჩენილია ახალი სახეობის შხამიანი მედუზა - ვიდეო
აქვს 24 თვალი და კუბისებრი სხეული: აღმოჩენილია ახალი სახეობის შხამიანი მედუზა - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 აპრილი − Sputnik. ჰონკონგის ბაპტისტური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მეი პოს ნაკრძალში შხამიანი კუბომედუზების ახალი ქვესახეობა აღმოაჩინეს, იუწყება... 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T17:00+0400
2023-04-27T17:00+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ჰონკონგი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267936352_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_368a4c2afbae3157bd0286f573c4158a.jpg
თბილისი, 27 აპრილი − Sputnik. ჰონკონგის ბაპტისტური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მეი პოს ნაკრძალში შხამიანი კუბომედუზების ახალი ქვესახეობა აღმოაჩინეს, იუწყება Mirror.გამოცემის ცნობით, ეს ჰონკონგსა და ჩინეთში ნაპოვნი პირველი კუბომედუზებია, თუმცა მათი მსგავსი სახეობები მანამდე იამაიკაზე, ფლორიდაში, ავსტრალიასა და ინდოეთში აღმოაჩინეს.როგორც ირკვევა, ეს მინიატურული მედუზები დაახლოებით 1,5 სმ სიგრძის არიან და გამჭვირვალე კუბის ფორმის სხეული აქვთ. თითოეულ კუთხეში 10 სმ სიგრძის სამ-სამი საცეცი აქვთ, რომელთა დაბოლოებებიც ნიჩბებს წააგავს. სწორედ ამის წყალობით მოძრაობენ ისინი სხვა სახეობის მედუზებზე უფრო სწრაფად.ამასთან კუბომედუზებს 24 თვალი აქვთ, რომლებიც ექვს-ექვსადაა გადანაწილებული მათი სხეულის ოთხსავე მხარეს. როგორც მეცნიერები ამბობენ, თითოეულ ჯგუფში მხოლოდ ორ თვალს აქვს ლინზები, რაც გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა, ხოლო დანარჩენი ოთხი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს.როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, კუბომედუზების ახალი სახეობის აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთისა და ჰონკონგის სანაპირო წლებში ზღვის სხვა უცნობი ბინადრების პოვნაც არის შესაძლებელი.
ჰონკონგი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267936352_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_20cd8453bae9793d81bbf6290a069639.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ჰონკონგი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ჰონკონგი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 აპრილი − Sputnik. ჰონკონგის ბაპტისტური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მეი პოს ნაკრძალში შხამიანი კუბომედუზების ახალი ქვესახეობა აღმოაჩინეს, იუწყება Mirror.
გამოცემის ცნობით, ეს ჰონკონგსა და ჩინეთში ნაპოვნი პირველი კუბომედუზებია, თუმცა მათი მსგავსი სახეობები მანამდე იამაიკაზე, ფლორიდაში, ავსტრალიასა და ინდოეთში აღმოაჩინეს.
როგორც ირკვევა, ეს მინიატურული მედუზები დაახლოებით 1,5 სმ სიგრძის არიან და გამჭვირვალე კუბის ფორმის სხეული აქვთ. თითოეულ კუთხეში 10 სმ სიგრძის სამ-სამი საცეცი აქვთ, რომელთა დაბოლოებებიც ნიჩბებს წააგავს. სწორედ ამის წყალობით მოძრაობენ ისინი სხვა სახეობის მედუზებზე უფრო სწრაფად.
ამასთან კუბომედუზებს 24 თვალი აქვთ, რომლებიც ექვს-ექვსადაა გადანაწილებული მათი სხეულის ოთხსავე მხარეს. როგორც მეცნიერები ამბობენ, თითოეულ ჯგუფში მხოლოდ ორ თვალს აქვს ლინზები, რაც გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა, ხოლო დანარჩენი ოთხი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს.
როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, კუბომედუზების ახალი სახეობის აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთისა და ჰონკონგის სანაპირო წლებში ზღვის სხვა უცნობი ბინადრების პოვნაც არის შესაძლებელი.