https://sputnik-georgia.com/20230426/tbilissi-me-20-saukunis-saeklesio-mxatvrobis-nimusebi-gamoifineba-277106217.html
თბილისში XX საუკუნის საეკლესიო მხატვრობის ნიმუშები გამოიფინება
თბილისში XX საუკუნის საეკლესიო მხატვრობის ნიმუშები გამოიფინება
Sputnik საქართველო
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტომასალა გააცოცხლებს გასული საუკუნის განსაკუთრებულ ადგილებს, ადამიანებს და ქმნილებებს 26.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-26T23:13+0400
2023-04-26T23:13+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23378/92/233789257_0:156:1500:1000_1920x0_80_0_0_a4476aa503996ded4b1ae8d57c1d75b6.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. გამოფენა „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წლებში“ გაიხსნება 27 აპრილს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები აღნიშნული პერიოდის ქართულ საეკლესიო მხატვრობასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ადგილებს, ადამიანებს, ქმნილებებს გააცოცხლებს“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.დამთვალიერებელი გაეცნობა მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე თვითნასწავლი თუ პროფესიონალი, ქართველი თუ უცხოელი მხატვრების (დიმიტრი შევარდნაძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი და სხვ.) საეკლესიო ხელოვნებას.გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და მხატვრების საოჯახო არქივებში, ასევე შეგროვილია იმჟამინდელი პერიოდიკიდან და საკუთრივ საეკლესიო მოხატულობების შესწავლის შედეგად.გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23378/92/233789257_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_bf197c0d3182194c72e4038833e1548e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
თბილისში XX საუკუნის საეკლესიო მხატვრობის ნიმუშები გამოიფინება
23:13 26.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტომასალა გააცოცხლებს გასული საუკუნის განსაკუთრებულ ადგილებს, ადამიანებს და ქმნილებებს
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. გამოფენა „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წლებში“ გაიხსნება 27 აპრილს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები აღნიშნული პერიოდის ქართულ საეკლესიო მხატვრობასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ადგილებს, ადამიანებს, ქმნილებებს გააცოცხლებს“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
დამთვალიერებელი გაეცნობა მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე თვითნასწავლი თუ პროფესიონალი, ქართველი თუ უცხოელი მხატვრების (დიმიტრი შევარდნაძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი და სხვ.) საეკლესიო ხელოვნებას.
გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და მხატვრების საოჯახო არქივებში, ასევე შეგროვილია იმჟამინდელი პერიოდიკიდან და საკუთრივ საეკლესიო მოხატულობების შესწავლის შედეგად.
გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.