https://sputnik-georgia.com/20230426/tavisupali-teatri-ungretshi-or-speqtakls-itamashebs-277095388.html
თავისუფალი თეატრი უნგრეთში „რიჩარდ III"-ს და „ოტელოს" წარადგენს
თავისუფალი თეატრი უნგრეთში „რიჩარდ III"-ს და „ოტელოს" წარადგენს
Sputnik საქართველო
ქართველი მსახიობები ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე 26 და 27 აპრილს გამოვლენ. 26.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-26T19:08+0400
2023-04-26T19:08+0400
2023-08-17T19:46+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714532_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_6eb72f041f099a1ed5b812c74b805aac.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისის თავისუფალი თეატრი ორი სპექტაკლით გამოვა მე-10 საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე, რომელიც უნგრეთში ტარდება, განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა სხვადასხვა ქვეყანაში ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს უნგრეთის ქალაქებში სხვადასხვა თეატრალური ჯგუფის სპექტაკლებს სამი თვის განმავლობაში უჩვენებენ.ოლიმპიადაზე წარმოდგენილია ძირითადი და ღია პროგრამები. წელს მაყურებელი მთავარ პროგრამაში 30 სპექტაკლს, ღია პროგრამაში კი 1,5 ათას სპექტაკლს იხილავს.თავისუფალი თეატრი უნგრეთში წარდგება ორი სპექტაკლით – „რიჩარდ III" და „ოტელო", რომლებიც ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. მსახიობები 26 აპრილს ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე „რიჩარდ III"-ს ითამაშებენ, 27 აპრილს კი „ოტელოს". ვარსიმაშვილის თქმით, ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მონაწილეობა ორმაგად ამაღელვებელია, რადგანაც თავისუფალი თეატრის ნამუშევრები თანამედროვე მსოფლიო თეატრის ისეთი ოსტატების სპექტაკლების გვერდით იქნება, როგორებიც არიან ტადაში სუზუკი, თეო თეროპულოსი, კრისტოფერ მარტალერი, სილვიო პურკარეტე, დიმიტრის პაპაიოანუ და სხვები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714532_105:0:2836:2048_1920x0_80_0_0_d37825c002e4f557f92f6a1876dbbe35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თავისუფალი თეატრი უნგრეთში „რიჩარდ III"-ს და „ოტელოს" წარადგენს
19:08 26.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ქართველი მსახიობები ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე 26 და 27 აპრილს გამოვლენ.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისის თავისუფალი თეატრი ორი სპექტაკლით გამოვა მე-10 საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე, რომელიც უნგრეთში ტარდება, განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა სხვადასხვა ქვეყანაში ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს უნგრეთის ქალაქებში სხვადასხვა თეატრალური ჯგუფის სპექტაკლებს სამი თვის განმავლობაში უჩვენებენ.
ოლიმპიადაზე წარმოდგენილია ძირითადი და ღია პროგრამები. წელს მაყურებელი მთავარ პროგრამაში 30 სპექტაკლს, ღია პროგრამაში კი 1,5 ათას სპექტაკლს იხილავს.
მთავარი პროგრამის სპექტაკლებს ირჩევს კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი რეჟისორებითა და კრიტიკოსებით. მთავარ პროგრამაში მიწვეული მსახიობების მგზავრობისა და დაბინავების ყველა ხარჯს ოლიმპიადა ფარავს. ოლიმპიადაზე კონკურსი არ ტარდება და, შესაბამისად, საპრიზო ადგილებიც არ არის.
თავისუფალი თეატრი უნგრეთში წარდგება ორი სპექტაკლით – „რიჩარდ III" და „ოტელო", რომლებიც ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. მსახიობები 26 აპრილს ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე „რიჩარდ III"-ს ითამაშებენ, 27 აპრილს კი „ოტელოს".
ვარსიმაშვილის თქმით, ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მონაწილეობა ორმაგად ამაღელვებელია, რადგანაც თავისუფალი თეატრის ნამუშევრები თანამედროვე მსოფლიო თეატრის ისეთი ოსტატების სპექტაკლების გვერდით იქნება, როგორებიც არიან ტადაში სუზუკი, თეო თეროპულოსი, კრისტოფერ მარტალერი, სილვიო პურკარეტე, დიმიტრის პაპაიოანუ და სხვები.