https://sputnik-georgia.com/20230426/raze-metyvelebs-grzeli-fexebi-da-xelis--titebi-mecnieruli-kleva-277081018.html
გრძელი ფეხები და ხელის თითები მძიმე დაავადებებზე გაფრთხილებთ: მეცნიერთა დასკვნა
გრძელი ფეხები და ხელის თითები მძიმე დაავადებებზე გაფრთხილებთ: მეცნიერთა დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. ადამიანის აღნაგობა და სხეულის ზოგი ნაწილის თავისებურებები ხშირად მიანიშნებს ისეთი სერიოზული დაავადებების ჩამოყალიბების რისკზე... 26.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-26T13:09+0400
2023-04-26T13:09+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ფაქტები ადამიანის შესახებ
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263556866_0:1113:2048:2265_1920x0_80_0_0_5ddfa96cfef5c2a680a3993f21950bde.jpg
თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. ადამიანის აღნაგობა და სხეულის ზოგი ნაწილის თავისებურებები ხშირად მიანიშნებს ისეთი სერიოზული დაავადებების ჩამოყალიბების რისკზე, როგორებიცაა ინფარქტი, ინსულტი, დიაბეტი და კიბოს ზოგი სახეობაც კი, აცხადებენ მეცნიერები.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რა დაავადებაზე მეტყველებს სხეულის ნაწილების სიდიდე თუ სიმცირე.საჩვენებელი თითილივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც გულის შეტევების მქონე მამაკაცებს აკვირდებოდნენ, შენიშეს, რომ მათ შორის ბევრს საჩვენებელ თითზე საგრძნობლად მოკლე არათითი ჰქონდა. ამასთან, რაც უფრო დიდი იყო სხვაობა არათითისა და საჩვენებლის სიგრძეებს შორის, მით უფრო ადრე ჩნდებოდა გულის პრობლემები, როგორც წესი, დაახლოებით 30 წლის ასაკში.იმ პაციენტებს, რომლებსაც ეს ორი თითი (საჩვენებელი და არათით) ტოლი სიგრძისა ჰქონდათ, ინფარქტი, როგორც წესი, 50 წლის შემდეგ ემართებოდათ. ხოლო მათ, ვისაც საჩვენებელი არათითზე უმნიშვნელოდ მოკლე ჰქონდა, გულთან დაკავშირებული პირველი პრობლემები მხოლოდ 70 წლის შემდეგ ეწყებოდათ.მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველაფერ ამაში ტესტოსტერონია დამნაშავე, რომელიც ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში თითების სიგრძეზე ახდენს გავლენას. ხოლო როცა ორგანიზმში ბევრი ტესტოსტერონია, ადამიანს უფრო ხშირად წარმოექმნება თრომბი და გულის დაავადებებიც ხშირად ემართება.სწორედ ამიტომ დაასკვნეს ლივერპულელმა მეცნიერებმა, რომ მოკლე არათითი შესაძლოა ახალგაზრდა ასაკში ინფარქტებისა და ინსულტების მანიშნებელი იყოს.გარდა ამისა, საჩვენებელზე მოკლე არათითი ასევე შეიძლება იყოს მამაკაცებში პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მაუწყებელიც. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც პროსტატის კიბოთი დაავადებული 1500 პაციენტი 3000 ჯანმრთელ მამაკაცს შეადარეს.გაირკვა, რომ შედარებით გრძელი საჩვენებელი თითის მქონე მამაკაცებს პროსტატის კიბოთი დაავადების რისკი 33%-ით მაღალი ჰქონდათ.რაც შეეხება ქალებს, მათ შემთხვევაში:გრძელი ფეხებიგერმანელი მეცნიერების მონაცემებით, გრძელი ფეხები — ეს უდიაბეტო სიცოცხლის გარანტიაა. ექსპერტებმა საშუალო ასაკის 2500 ადამიანს შეუმოწმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამასთან სიმაღლე, ფეხების სიგრძე, წელის გარშემოწერილობა და წონაც გაუზომეს.გაირკვა, რომ: სიმაღლის ყველაზე მცირე მაჩვენებელზე (მამაკაცებში ეს 169,7 სმ-ია, ქალებში — 157,8 სმ) დამატებითი ყოველი ათი სანტიმეტრი მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკს მამაკაცებში საშუალოდ 41%-ით ამცირებს, ხოლო ქალებში — 33%-ით. თუმცა, როგორც ამერიკელი ონკოლოგები ამბობენ, გრძელფეხება ადამიანები შედარებით ხშირად ავადდებიან კუჭ-ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეებით.ეს დასკვნა მათ 45-დან 64 წლამდე ასაკის 15 ათასი ადამიანის ანთროპოლოგიური მონაცემებისა და სამედიცინო ისტორიების შესწავლის შემდეგ გააკეთეს. მათი თქმით, ყველაზე გრძელი ფეხების მქონეებს კოლორექტალური კიბოთი დაავადების რისკი 36%-ით მაღალი ჰქონდათ, ვიდრე ყველაზე მოკლე ფეხების მქონეებს. ხოლო კუჭ-ნაწლავის სისტემის კიბოთი დაავადების რისკი 51%-ით მაღალი იყო.გარდა ამისა, ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე დაადგინეს, რომ გრძელფეხება ადამიანებს 50 წლის შემდეგ იშვიათად ეწყებათ მახსოვრობისა და კონცენტრაციის პრობლემები.როგორც ირკვევა, ლონდონელმა მკვლევარებმა 1677 ახალშობილი შეარჩიეს და მათ 53 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ცოტა ხნის წინ მათ ამ ექსპერიმენტის მონაწილეების კოგნიტიური უნარები შეამოწმეს და აღმოაჩინეს რომ ქულათა მაქსიმუმი სწორედ გრძელფეხება ადამიანებმა დააგროვეს.მეცნიერების თქმით, გრძელი ფეხები — ეს სწრაფი ჰორმონალური ზრდის ნიშანია, ხოლო მოკლე — სიცოცხლის პირველ წლებში არასაკმარის კვებასა და ერთფეროვნებაზე მიანიშნებს, რასაც, თავის მხრივ, ისეთი გრძელვადიანი პრობლემები შეუძლია გამოიწვიოს, როგორებიცაა ინსულინისადმი მგრძნობელობა, მეორე ტიპის დიაბეტის მაღალი რისკი და კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263556866_0:1090:2048:2626_1920x0_80_0_0_4b345d62ef2f749436e4e1c86978c760.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფაქტები ადამიანის შესახებ, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფაქტები ადამიანის შესახებ, ექიმის რჩევები
თბილისი, 26 აპრილი − Sputnik. ადამიანის აღნაგობა და სხეულის ზოგი ნაწილის თავისებურებები ხშირად მიანიშნებს ისეთი სერიოზული დაავადებების ჩამოყალიბების რისკზე, როგორებიცაა ინფარქტი, ინსულტი, დიაბეტი და კიბოს ზოგი სახეობაც კი, აცხადებენ მეცნიერები.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რა დაავადებაზე მეტყველებს სხეულის ნაწილების სიდიდე თუ სიმცირე.
ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც გულის შეტევების მქონე მამაკაცებს აკვირდებოდნენ, შენიშეს, რომ მათ შორის ბევრს საჩვენებელ თითზე საგრძნობლად მოკლე არათითი ჰქონდა. ამასთან, რაც უფრო დიდი იყო სხვაობა არათითისა და საჩვენებლის სიგრძეებს შორის, მით უფრო ადრე ჩნდებოდა გულის პრობლემები, როგორც წესი, დაახლოებით 30 წლის ასაკში.
იმ პაციენტებს, რომლებსაც ეს ორი თითი (საჩვენებელი და არათით) ტოლი სიგრძისა ჰქონდათ, ინფარქტი, როგორც წესი, 50 წლის შემდეგ ემართებოდათ. ხოლო მათ, ვისაც საჩვენებელი არათითზე უმნიშვნელოდ მოკლე ჰქონდა, გულთან დაკავშირებული პირველი პრობლემები მხოლოდ 70 წლის შემდეგ ეწყებოდათ.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველაფერ ამაში ტესტოსტერონია დამნაშავე, რომელიც ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში თითების სიგრძეზე ახდენს გავლენას. ხოლო როცა ორგანიზმში ბევრი ტესტოსტერონია, ადამიანს უფრო ხშირად წარმოექმნება თრომბი და გულის დაავადებებიც ხშირად ემართება.
სწორედ ამიტომ დაასკვნეს ლივერპულელმა მეცნიერებმა, რომ მოკლე არათითი შესაძლოა ახალგაზრდა ასაკში ინფარქტებისა და ინსულტების მანიშნებელი იყოს.
გარდა ამისა, საჩვენებელზე მოკლე არათითი ასევე შეიძლება იყოს მამაკაცებში პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მაუწყებელიც. ამ დასკვნამდე
ბრიტანელი მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც პროსტატის კიბოთი დაავადებული 1500 პაციენტი 3000 ჯანმრთელ მამაკაცს შეადარეს.
გაირკვა, რომ შედარებით გრძელი საჩვენებელი თითის მქონე მამაკაცებს პროსტატის კიბოთი დაავადების რისკი 33%-ით მაღალი ჰქონდათ.
რაც შეეხება ქალებს, მათ შემთხვევაში:
არათითზე გრძელი საჩვენებელი თითი, როგორც წესი, გვიან მენოპაუზაზე მეტყველებს;
არათითზე მოკლე საჩვენებელი არის ნიშანი იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკი მცირეა, ხოლო ხელების ოსტეოართრიტის შანსი — შედარებით მაღალი.
გერმანელი მეცნიერების მონაცემებით, გრძელი ფეხები — ეს უდიაბეტო სიცოცხლის გარანტიაა. ექსპერტებმა საშუალო ასაკის 2500 ადამიანს შეუმოწმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამასთან სიმაღლე, ფეხების სიგრძე, წელის გარშემოწერილობა და წონაც გაუზომეს.
გაირკვა, რომ: სიმაღლის ყველაზე მცირე მაჩვენებელზე (მამაკაცებში ეს 169,7 სმ-ია, ქალებში — 157,8 სმ) დამატებითი ყოველი ათი სანტიმეტრი მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკს მამაკაცებში საშუალოდ 41%-ით ამცირებს, ხოლო ქალებში — 33%-ით.
ანუ, მეცნიერების განმარტებით, რაც მაღალია ადამიანი, მით ნაკლებია მისი დიაბეტით დაავადების რისკი — ოღონდ ერთი პირობით: სხეულის სიმაღლეს ორივე სქესის წარმომადგენლებში უნდა განსაზღვრავდეს ფეხების სიგრძე და არა ტორსისა.
თუმცა, როგორც
ამერიკელი ონკოლოგები ამბობენ, გრძელფეხება ადამიანები შედარებით ხშირად ავადდებიან კუჭ-ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეებით.
ეს დასკვნა მათ 45-დან 64 წლამდე ასაკის 15 ათასი ადამიანის ანთროპოლოგიური მონაცემებისა და სამედიცინო ისტორიების შესწავლის შემდეგ გააკეთეს. მათი თქმით, ყველაზე გრძელი ფეხების მქონეებს კოლორექტალური კიბოთი დაავადების რისკი 36%-ით მაღალი ჰქონდათ, ვიდრე ყველაზე მოკლე ფეხების მქონეებს. ხოლო კუჭ-ნაწლავის სისტემის კიბოთი დაავადების რისკი 51%-ით მაღალი იყო.
გარდა ამისა,
ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე დაადგინეს, რომ გრძელფეხება ადამიანებს 50 წლის შემდეგ იშვიათად ეწყებათ მახსოვრობისა და კონცენტრაციის პრობლემები.
როგორც ირკვევა, ლონდონელმა მკვლევარებმა 1677 ახალშობილი შეარჩიეს და მათ 53 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ცოტა ხნის წინ მათ ამ ექსპერიმენტის მონაწილეების კოგნიტიური უნარები შეამოწმეს და აღმოაჩინეს რომ ქულათა მაქსიმუმი სწორედ გრძელფეხება ადამიანებმა დააგროვეს.
მეცნიერების თქმით, გრძელი ფეხები — ეს სწრაფი ჰორმონალური ზრდის ნიშანია, ხოლო მოკლე — სიცოცხლის პირველ წლებში არასაკმარის კვებასა და ერთფეროვნებაზე მიანიშნებს, რასაც, თავის მხრივ, ისეთი გრძელვადიანი პრობლემები შეუძლია გამოიწვიოს, როგორებიცაა ინსულინისადმი მგრძნობელობა, მეორე ტიპის დიაბეტის მაღალი რისკი და კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება.