https://sputnik-georgia.com/20230425/zafxulsi-saqartvelosi-43-aviakompaniis-tvitmfrinavebi-ifrens-277039246.html
ზაფხულში საქართველოში 40-ზე მეტი ავიაკომპანიის თვითმფრინავი იფრენს
ზაფხულში საქართველოში 40-ზე მეტი ავიაკომპანიის თვითმფრინავი იფრენს
Sputnik საქართველო
კვირაში რეისები საშუალოდ 555 სიხშირით შესრულდება, რაც 2019 წლის ზაფხულის სეზონზე გაცემული სიხშირეების რაოდენობაზე 3%-ით მეტია. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T11:50+0400
2023-04-25T11:50+0400
2023-04-25T17:42+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028281_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_1a701a8ed5d482211526b68d443d5738.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოდან რეგულარულ რეისებს მსოფლიო 31 ქვეყანაში 88 მიმართულებით 43 ავიაკომპანია შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.რეგულატორმა 2023 წლის ზაფხულის ნავიგაციის პერიოდში (28 ოქტომბრის ჩათვლით) იმ ავიაკომპანიების საჰაერო მოძრაობის განრიგი დაამტკიცა, რომლებიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუშაობენ.სააგენტოს ინფორმაციით, კვირაში რეისები საშუალოდ 555 სიხშირით შესრულდება, რაც 2019 წლის ზაფხულის სეზონზე გაცემული სიხშირეების რაოდენობაზე 3%-ით მეტია.ზაფხულში დაგეგმილია ფრენები ევროპის 44 მიმართულებით, რაც 17 ყოველდღიურ და 126 ყოველკვირეულ სიხშირეს უტოლდება.რამდენ მგზავრსა და ტვირთს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები>>ასევე მნიშვნელოვანია მიმართულებების წილი სპარსეთის ყურიდან (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კუვეიტი, ომანი და კატარი). მიმდინარე ზაფხულში დღეში საშუალოდ 20 რეისი და კვირაში 138 რეისი განხორციელდება 16 მიმართულებით.ამავე დროს, სააგენტოში გრძელდება განაცხადების მიღება ავიაკომპანიებისგან დამატებით რეგულარულ და სეზონურ მრავალჯერად ჩარტერულ რეისებზე.2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 4.839 რეისი, რაც 22%-ით მეტია 2022 წლის იანვარი–მარტის მონაცემებზე, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელია 93%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028281_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_0b8c05f7531b39a8212743291eda9254.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ზაფხულში საქართველოში 40-ზე მეტი ავიაკომპანიის თვითმფრინავი იფრენს
11:50 25.04.2023 (განახლებულია: 17:42 25.04.2023) კვირაში რეისები საშუალოდ 555 სიხშირით შესრულდება, რაც 2019 წლის ზაფხულის სეზონზე გაცემული სიხშირეების რაოდენობაზე 3%-ით მეტია.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოდან რეგულარულ რეისებს მსოფლიო 31 ქვეყანაში 88 მიმართულებით 43 ავიაკომპანია შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
რეგულატორმა 2023 წლის ზაფხულის ნავიგაციის პერიოდში (28 ოქტომბრის ჩათვლით) იმ ავიაკომპანიების საჰაერო მოძრაობის განრიგი დაამტკიცა, რომლებიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუშაობენ.
სააგენტოს ინფორმაციით, კვირაში რეისები საშუალოდ 555 სიხშირით შესრულდება, რაც 2019 წლის ზაფხულის სეზონზე გაცემული სიხშირეების რაოდენობაზე 3%-ით მეტია.
ზაფხულში დაგეგმილია ფრენები ევროპის 44 მიმართულებით, რაც 17 ყოველდღიურ და 126 ყოველკვირეულ სიხშირეს უტოლდება.
ასევე მნიშვნელოვანია მიმართულებების წილი სპარსეთის ყურიდან (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კუვეიტი, ომანი და კატარი). მიმდინარე ზაფხულში დღეში საშუალოდ 20 რეისი და კვირაში 138 რეისი განხორციელდება 16 მიმართულებით.
ამავე დროს, სააგენტოში გრძელდება განაცხადების მიღება ავიაკომპანიებისგან დამატებით რეგულარულ და სეზონურ მრავალჯერად ჩარტერულ რეისებზე.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 4.839 რეისი, რაც 22%-ით მეტია 2022 წლის იანვარი–მარტის მონაცემებზე, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელია 93%.