https://sputnik-georgia.com/20230425/xasursi-mezoblis-mkvlelobistvis-suaxnis-mamakaci-daakaves-277061596.html
ხაშურში მეზობლის მკვლელობისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს
ხაშურში მეზობლის მკვლელობისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
ხაშურის ერთ-ერთ სოფელში მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დამთავრდა. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T18:44+0400
2023-04-25T18:44+0400
2023-04-25T21:42+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართლი
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_387ea44c0788fc80f54c7bed9f67ba25.jpg
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეზობლის მკვლელობისთვის 53 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_ef8c5c443560eb40ed1bafd22ba1acc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართლი , კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართლი , კრიმინალი საქართველოში
ხაშურში მეზობლის მკვლელობისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს
18:44 25.04.2023 (განახლებულია: 21:42 25.04.2023) ხაშურის ერთ-ერთ სოფელში მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დამთავრდა.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეზობლის მკვლელობისთვის 53 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.